ანონსი 4 ივლისი

4 ივლისს, 09:30 საათზე, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) მართავს მედია კონფერენციას - “ევროკავშირის გაშუქება: მედიის როლი საქართველოსა და ვიშეგრადის ქვეყნებში" #გააშუქეEU

მის:სასტუმრო „ბილტმორი“ (საკონფერენციო ოთახი #8).

4 ივლისს, 10:30 საათზე, სასტუმრო "Holiday Inn"-ში გაიმართება იტალიურ-ქართული ბიზნეს-ფორუმი.

ღონისძიებას გახსნიან საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე და იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ბარტოლი.

4 ივლისს, 10:30 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიხსნება საერთაშორისო ტენდერი ICT - საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროს 3000 სპეციალისტის გადასამზადებლად.

ღონისძიებას გაუძღვებიან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკა ალავიძე და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე.

მის: თავისუფლების მოედანი, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტი“.

4 ივლისს, 11:00 საათზე სასტუმრო „WYNDHAM GRAND TBILISI“-ში არასამთავრობო ორგანიზაციის „HUB Georgia“ ინიციატივით გაიმართება დისკუსია - საქართველოს წინაშე დღეს მდგარ ეკონომიკურ გამოწვევებზე, რუსეთისგან მოსალოდნელ საფრთხეებსა და ქვეყნის სამომავლო ეკონომიკური დეოკუპაციის ხედვებთან დაკავშირებით.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ეკონომიკის, ტრანსპორტის და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები და ექსპერტები.

მის: ლ. გუდიაშვილის ქ. #3

საკონტაქტო პირი: მაია ბიწაძე 599 22 04 46.

4 ივლისს, 11:00 საათზე, ორგანიზაცია „ავადმყოფთა მომსახურე სასულიერო პირთა ორდენის (კამილიელების) ფილიალი საქართველოში“ შშმ ბავშვთა დღის ცენტრის გახნის ცერემონია გაიმართება.

ღონისძიებაზე სტუმრად მოწვეულები არიან: პოლონეთის, იტალიის, ვატიკანის და იაპონიის ელჩები, სასულიერო პირები და საჯარო და არასამთვრობო ორგანიზაციების წარმომადგენელები.

მის: თემქა, 11 მკ/რ. ანაპის 414, დივიზიის 11.

საკონტაქტო: მარიამ ბერიძე - 555 57 50 25.

4 ივლისს, 11:00 საათზე, სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტის“ მცირე საკონფერენციო დარბაზში (A), სოფიო ხორგუანი პრეზენტაციას გამართავს თემაზე: ხმაურის ნორმების შესახებ საქართველოში არსებული კანონი და ევროპის ქვეყნების გამოცდილება.

საკონტაქტო პირი: ლია კამლაძე - 577 57 30 39

4 ივლისს, 11:00 საათზე, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკოფერენციას გამართავს.

მის.: მიხეილ ჭიაურელის 19

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

4 ივლისს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „მემარცხენე ალიანსის“ გენერალური მდივნის, კახა ძაგანიას პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: პროპორციული სისტემა ნულოვანი საარჩევნო ბარიერით. „მემარცხენე ალიანსის“ მოწოდება აქციის მონაწილეებს.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1.

საკონტაქტო: 593 53 45 24

4 ივლისს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარის გოჩა ჯოჯუას პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: პროპორციული სისტემა ნულოვანი საარჩევნო ბარიერით . საპროტესტო აქციები პარლამენტთან.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1.

საკონტაქტო: 593 53 45 24

4 ივლისს, 11:30 საათზე, საპრლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე ქანთარია “მედიაცენტრ მთავარში“ „პრესკონფერენციას გამართავს“

მის.: მიხეილ ჭიაურელის 19

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

4 ივლისს, 12.00 საათზე, სასტუმრო „ჰუალინგში“, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. საბჭოს მხრიდან ხმათა უმრავლესობით გიორგი პერტაია წარდგენილია აღნიშნულ თანამდებობაზე.

4 ივლისს, 13:00 საათზე, საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ფცას მოსახლეობას შეხვდება.

თემა: პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტების განსაზღვრა და 2020 წლის ბიუჯეტის დაგეგმვა.

4 ივლისს, 14:30 საათზე, საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი სოფელ ქვემო შაქშაქეთის მოსახლეობას შეხვდება.

თემა: პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტების განსაზღვრა და 2020 წლის ბიუჯეტის დაგეგმვა.

4 ივლისს, 15:00 საათზე, გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე