მამუკა ბახტაძე - ღმერთმა დალოცოს ამერიკა, ღმერთმა დალოცოს საქართველო

4 ივლისი არის განსაკუთრებული დღე ყველა ერისთვის, ვისთვისაც მთავარია თავისუფლება, დამოუკიდებლობა და კანონის უზენაესობა, 4 ივლისი არის ამ ფასეულობების სიმბოლო, - ამ სიტყვებით მიულოცა ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ აშშ-ს საელჩოში გამართულ ღონისძებაზე.

როგორც ბახტაძემ განაცხადა, ამერიკელი ხალხი საქართველოს ყველაზე რთულ წუთებში გვერდში ეგდა, რასაც ქართველი ერი არასდროს დაივიწყებს.

„მე ძალიან კარგად ვიცი, თუ რა ემოციური, მნიშვნელოვანი დღე არის დამოუკიდებლობის დღე ჩვენი ამერიკელი მეგობრებისთვის, მაგრამ ამავე დროს მინდა ჩვენს ამერიკელ მეგობრებს ვუთხრა, რომ 4 ივლისი არის განსაკუთრებული დღე ყველა ერისთვის, ვისთვისაც მთავარია თავისუფლება, დამოუკიდებლობა და კანონის უზენაესობა. 4 ივლისი არის ამ ფასეულობების სიმბოლო.

ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიისთვის, ქართველი ერისთვის ყოველთვის თავისუფლება იყო მთავარი ფასეულობა. ჩვენი წინაპრები სწორედ ამ მთავარი ფასეულობისთვის იბრძოდნენ და დღეს ჩვენი თავისუფლება ძლიერი, დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობაზე გადის. დღიდან ჩვენი დამოუკიდებლობისა, ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენს გვერდით, ყველაზე რთულ წუთებში, ჩვენს უახლოეს ისტორიაში ამერიკალი ხალხი იდგა ჩვენს გვერდით და ქართველი ერი ამას არასდროს დაივიწყებს. ჩვენი გმირი სამხედროები მხარდამხარ ებრძვიან ყველაზე დიდ მტერს 21-ე საუკუნეში საერთაშორისო ტერორიზმს. ჩვენ წელს ვაშინგტონში აღვნიშნეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლის თავი და ეს იყო ძალიან დიდი წარმეტების 10 წელი, ეს იყო პერიოდი, როცა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა ხდებოდა უფრო და უფრო ნაყოფიერი, ვიტყოდი უფრო და უფრო სტრატეგიული და დღეს მე ვარ ამაყი, რომ განვაცხადო სრული პასუხისმგებლობით, რომ დღეს ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობები იმყოფება ყველაზე მაღალ ნიშნულზე“, - განაცხადა ბახტაძემ. მანვე განსაკუთრებული მადლობა გაუხადა ამერიკელ მეგობრებს, საქართველოს მოქალაქეებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ამ მჭირდო სტრატეგიული პარტნიორობის შექმნაში და ჩამოყალიბებაში.

„ამასთან ერთად, ჩვენ გვაქვს საერთო დეკლარაცია, რომელიც აკეთებს იმ აქცენტებს, რომელიც ჩვენთვის საქმოქმედო გეგმა იქნება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში შემდეგი წლების განმავლობაში. დარწმუნებული ვარ, ეს პრიორიტეტები ჩვენს ურთიერთობას აიყვანს ხარისხობრივად კიდევ უფრო ახალ დონეზე და კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას.

ჩვენი საერთაშორისო მისწრაფებებია, რომ საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი და ჩვენ გვაქვს ამერიკის შეერთებული შტატების სრული მხრადაჭერა. ამასთან ერთად, ჩვენ ფოკუსირებული ვართ, რომ განვავითაროთ ორმხრივი ურთიერთობები, როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკის დარგში.

ჩვენ გვსურს ვიხილოთ მეტი ამერიკული ინვესტიცია, ჩვენ გვსურს ვიხილოთ მეტი ამერიკული კომპანია, რომელიც საქართველოს იყენებს, როგორც პლატფორმას, რომ აწარმოოს ბიზნესი ჩვენს რეგიონში. მე განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა, ძალიან მნიშვნელოვან მხარდაჭერას, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მივიღეთ განათლების სექტორში და განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო „ათასწლეულის გამოწვევის ფონდს“. განათლება არის ჩვენი ეროვნული იდეა და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ძალიან წარმატებული თანამშრომლობა განათლების სექტორში კიდევ უფრო გაღრმავდება და გაგრძელდება. ამასთან ერთად, ძალიან კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ ის ფასეულობები, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს, თავისუფლების მოყვარულ ერებს აერთიანებს, საფრთხის ქვეშაა და მას ძალიან ბევრი გამოწვევა აქვს. შესაბამისად, ისევე როგორც არასდროს, საჭიროა კონსოლიდაცია და ერთობლივი ძალისხმევით პრინციპული და გაბედული ნაბიჯების გადადგმა. საქართველო ამისთვის მზად არის. კიდევ ერთხელ მსურს ყველას მივულოცო ამერიკის დამოუკიდებლობის დღე. ღმერთმა დალოცოს ამერიკა, ღმერთმა დალოცოს საქართველო“, - განაცხადა ბახტაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა