დღეს აბიტურიენტები ზოგადი უნარების გამოცდას აბარებენ. გამოცდები ისევ ორ სესიად ჩატარდება. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველ სესიაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე 97%- მდე აპლიკანტი გამოცხადდა.
მეორე სესიისათვის რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება.
გამოცდა 3 საათი და 10 წუთი გრძელდება.