სერგი კაპანაძე - ივანიშვილის ხელშია სასამართლოც, პროკურატურაც და შსს-ც, ჩვენი დაჭერა რომ  მოუნდეს, დღესვე დაგვიჭერს ყველას

საბოლოო ჯამში, ივანიშვილის ხელშია სასამართლოც, პროკურატურაც და შსს-ც, რომ მოუნდეს ჩვენი დაჭერა დღესვე დაგვიჭერს ყველას, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ გიგი უგულავას შსს-ში გამოკითხვაზე დაბარების ფაქტზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიების ლიდერების მიმართ წაყენებული ჩვენებები რეალობას არ შეესაბამება და სასამართლო სისტემას მოუწევს ამ ცრუ ჩვენებებთან დაპირისპირება.

„არაფერი არ არის გამორიცხული ივანიშვილის პირობებში, შეიძლება მეორე სამაჯურიც იყოს ხელზეც და ფეხზეც და ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში, ეს საკითხი არის ძალიან მარტივი - სამარცხვინო ჩვენებაა. ეს არის ცრუ ჩვენება და რაღაც ეტაპზე მოუწევს სასამართლო სისტემას ამ ცრუ ჩვენებასთან დაპირისპირება. მე არ ვუყურებ ამას სერიოზულად, გიგი უგულავამ თქვა უკვე, რომ ის აპირებს მაგისტრ მოსამართლესთან ერთად მისცეს ჩვენება და ასეც მოიქცევა.

თუ ივანიშვილი გადაწყვეტს, რომ დაიჭიროს პოლიტიკური ლიდერები ჩვენ მას წინ აღვუდგებით ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტებით, მათ შორის საერთაშორისო ზეწოლით და საზოგადოებრივი აზრის მობილიზებით. საბოლოო ჯამში, ივანიშვილის ხელშია სასამართლოც, პროკურატურაც და შსს-ც, რომ მოუნდეს ჩვენი დაჭერა დღესვე დაგვიჭერს ყველას. უბრალოდ ამას ექნება თავისი რეაქცია და როგორც მელიას შემთხვევამ აჩვენა, რომ ამ ნაბიჯს რეაქცია მოჰყვა, რომელიც მისთვის იყო დამაზიანებელი, ასევე შევეცდებით, რომ გავუზარდოთ პოლიტიკური ფასი ყველა მსგავს ამბავს“, - განაცხადა კაპანაძემ.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა