ბექა დავითულიანმა და თამარ ტალიაშვილმა  ევროსაბჭოს კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაში მონაწილეობა მიიღეს

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა და თბილისის საკრებულოს ზღვისუბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა თამარ ტალიაშვილმა და ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა ნორვეგიაში მიმდინარე კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაში მონაწილეობა მიიღეს.

სხდომაზე, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ჩატარებული მონიტორინგის ანგარიშები მოისმინეს. ქართული და უკრაინული დელეგაციის წევრებმა რუსეთის მონიტორინგის მისიის დასკვნაში ყირიმის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში მოხსენიება გააპროტესტეს. სხდომაზე აღნიშნული შენიშვნა გაითვალისწინეს, რომელიც დოკუმენტში მოგვიანებით აისახება.

"საქართველოს დელეგაცია ერთიანია რუსეთის ფედერაციის მონიტორინგის დასკვნასთან მიმართებაში. ჩვენთვის ყირიმის რუსეთის ფედერაციის შემადგენელ ტერიტორიულ ერთეულად მოხსენიება მიუღებელია. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ უკრაინა აუცილებლად აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას, რასაც ყოველთვის დავუჭერთ მხარს”,- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის წევრებმა უნგრეთში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში ჩატარებული მონიტორინგის შედეგებზე იმსჯელეს. ასევე, აზერბაიჯანსა და კვიპროსში წევრი სახელმწიფოების ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპულ ქარტიასთან შესაბამისობის საკითხი განიხილეს. დღესვე, დელეგატებმა ვენეციის კომისიის დასკვნაზე და ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე ყურადღება გაამახვილეს.

სხდომაზე აღინიშნა, რომ „ათეა“-ს პრეზიდენტის კახა კალაძის მოწვევით, 2020 წლის 11 თებერვალს, თბილისში მონიტორინგის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

საქართველო მიმდინარე წლის ნოემბრიდან, 2020 წლის მაისის ჩათვლით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა იქნება.

ინფორმაციას დედაქალაქის საკრებულო ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა