გადასახადის გადამხდელთა კავშირი - იმპორტის გადასახდელების ვადების მოულოდნელი და მყისიერი შემცირების გამო, ასეულობით კომპანიისთვის გართულდა იმპორტი

გვსურს დავაფიქსიროთ ჩვენი უარყოფითი პოზიცია იმპორტის გადასახდელების ვადების მოულოდნელ და მყისიერ შემცირებასთან დაკავშირებით, რითაც გართულდა იმპორტი ასეულობით კომპანიისთვის,- ამის შესახებ გადასახადის გადამხდელთა კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „ლარის პერმანენტული გაუფასურებისა და არასტაბილური პოლიტიკური გარემოს ფონზე, კიდევ უფრო კონტრპროდუქტიულია მსგავსი გადაწყვეტილებები“.

“დღეს მივიღეთ ფინანსთა სამინისტროს ოფიციალური განმარტება საბაჟო შეღავათების გაუქმებასთან დაკავშირებით, რომელშიც მთავარ არგუმენტად მოყვანილია ბიზნესსუბიექტების გათანაბრება. ჩვენი აზრით, წლების განმავლობაში განსხვავებული პირობები ემსახურებოდა მოწესრიგებული გადამხდელების წახალისებას და არა ვინმეს დაუმსახურებელ პრივილეგირებას. ამიტომ, კიდევ ერთხელ გვსურს დავაფიქსიროთ ჩვენი უარყოფითი პოზიცია იმპორტის გადასახდელების ვადების მოულოდნელ და მყისიერ შემცირებასთან დაკავშირებით, რითაც გართულდა იმპორტი ასეულობით კომპანიისთვის. ვფიქრობთ, რომ ლარის პერმანენტული გაუფასურებისა და არასტაბილური პოლიტიკური გარემოს ფონზე, კიდევ უფრო კონტრპროდუქტიულია მსგავსი გადაწყვეტილებები. სამწუხაროდ, ჩვენი პროგნოზი გამართლდა და 2 ივლისს სრულად ძალაში შესულ ცვლილებებთან სწრაფი ადაპტირება რთული აღმოჩნდა არაერთი კომპანიისთვის.

აქვე დავძენთ, რომ როგორც ჩვენთვის ცნობილია, ეკონომიკური გუნდი აანალიზებს ზემოხსენებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას, რაც გვაძლევს იმედს, რომ მთავრობა გადახედავს ფინანსთა მინისტრის 31 მაისის N162-ე ბრძანების შინაარსსა და ვადებს, რაც ბიზნესისთვის პოზიტიური სიგნალი იქნება“,- ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ, გადასახადის გადამხდელთა კავშირი, დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია, ქართულ მაღაზიათა ასოციაცია, საერთაშორისო სავაჭრო პალატა, საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი, საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია, საქართველო-შვეიცარიის ბიზნეს ასოციაცია, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს