კახა კალაძე ნიკა მელიაზე - ჩვეულებრივად აკეთებს განცხადებებს, საუბრობს ტელევიზიასთან, სამაჯური რა პრობლემას წარმოადგენს?

ჩვეულებრივად აკეთებს განცხადებებს, საუბრობს ტელევიზიასთან, სამაჯური რა პრობლემას წარმოადგენს? - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიასთვის ელექტრონული სამაჯურის დამაგრების თაობაზე.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მელიას საქმიანობა ელექტრონული სამაჯურის დამაგრებით არ იზღუდება.

„პროკურატურის და სასამართლოს გადაწყვეტილებაში და კომპეტენციაში შევიდე, სწორი არ იქნება. ზოგადად, ვისაც აქვს დანაშაული ჩადენილი, უნდა აგოს პასუხი. ადამიანურად, რამდენიმე დღის წინაც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, ადამიანის ციხეში წასვლა არავის უხარია და არავისთვის სასიამოვნო არ არის. მაგრამ პოლიტიკოსებმა კიდევ ერთხელ უნდა გავითვალისწინოთ, რომ გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, არ აქვს ამას მნიშვნელობა ხელისუფლებაში ხარ თუ ოპოზიციაში. ორჯერ და სამჯერ მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენ, ვიდრე რიგით ადამიანებს. შესაბამისად, ყველამ კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი“, - განაცხადა კალაძემ.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, მელიას გარდა პაუხისმგებლობის საკითხი დაეკისრება თუ არა გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილს, რაზეც კალაძემ უპასუხა: „ყველას უნდა მოეკითხოს, ვისი პასუხისმგებლობაც იკვეთება. მე არ ვიცი, ვის მიმართ არის ინტერესი“.

რაც შეეხება განცხადებებს, რომ ელექტრონული სამაჯურის დამაგრებით ნიკა მელიას საქმიანობა შეზღუდულია, კალაძეს მიაჩნია, რომ ეს სწორი არ არის.

„რატომ არ ექნება მას უფლება სადეპუტატო საქმიანობა განახორციელოს? ჩვეულებრივად აკეთებს განცხადებებს, საუბრობს ტელევიზიასთან, სამაჯური რა პრობლემას წარმოადგენს? მე როგორც მოვისმინე, ის სამაჯური სხვა მიზნით არის გაკეთებული. პრეცენდენტებზე საუბარი გამიჭირდება“, - განაცხადა კალაძემ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს