„საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის მოსახლეობასთან სარწყავ სისტემებზე არსებული ვითარება განიხილა

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, ოთარ შამუგიამ და ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლების სავანეთისა და ტალავერის მოსახლეობამ შპს „საქართველოს მელიორაციის“ ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე სარწყავ სისტემებზე არსებული ვითარება განიხილეს და საირიგაციო მომსახურების გაუმჯობესების საკითხებზე იმსჯელეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს მელიორაციიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ზაფხულის სეზონზე მოსახლეობის წინაშე სარწყავი წყლის საკითხი აქტუალურია. შეხვედრის შემდეგ შპს „საქართველოს მელიორაციის“ ექსპლუატაციის დირექტორი, ქვემო ქართლის რეგიოლანური სამსახურის ხელმძღვანელები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობასთან ერთად ადგილზე გაეცნენ არსებულ ვითარება. ამასთან, შეთანხმდნენ, რომ სარწყავი წყლის შეუფერხებლად მისაწოდებლად და პროცესის დარეგულირების მიზნით, აუცილებელია ადგილობრივმა მოსახლეობამ დაიცვას წყალმოხმარების გრაფიკი, რათა წყალი თანაბრად, სამართლიანად და ოპტიმალურად გადანაწილდეს. მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა, რომ მაქსიმალურად მობილიზდება ყველა რესურსი, რათა მოსახლეობამ შეძლოს საკუთარი ნაკვეთების მორწყვა.

ადგილობრივ ფერმერებთან შეხვედრას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი, მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა