ქართველი მორაგბეები, რომლებსაც თბილისის აქციების სოლიდარობისთვის რუსეთში კონტრაქტი შეუწყვიტეს, კლუბში დააბრუნეს

ქართველი მორაგბეები, რომლებსაც თბილისის აქციების სოლიდარობისთვის რუსეთში, მოსკოვის "სლავას" სარაგბო კლუბმა კონტრაქტი შეუწყვიტა, კვლავ კლუბში რჩებიან. ამის შესახებ ერთ-ერთი მორაგბე რეზი ბროძელი სოციალურ ქსელში წერს.

„მადლობა ორივე მხარეს, საქართველოსა და რუსეთის რაგბის კავშირებს. გუშინ ბატონმა გოჩა სვანიძემ დამირეკა და დეტალურად ვისაუბრეთ. აქტიური მუშაობა დაიწყო გოჩამ და საქართველოს რაგბის კავშირმა რუსეთის რაგბის კავშირთან, თუ რატომ უნდა მომხდარიყო ჩვენი გუნდიდან გაშვება. აღმოჩდა, რომ ამის მიზეზი არაფერი არ იყო.

ყველაფერი გაირკვა და დალაგდა! ჩვენი აზრით, ვიღაც მესამე პირები ინტრიგნულად ცდილობდნენ ჩემი და საბას ამ სოლიდარობის ჟესტის გაპოლიტიკურებას. აღსანიშნავია, რომ კლუბ „სლავას“ ჩემი და საბას გაშვება არანაირად არ უნდოდა. გუშინ გვიან ღამით, დამიკავშირდნენ გუნდის წარმომადგენლები და გაირკვა რომ მე და საბა გუნდში ვრჩებით. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ორივე მხარის რაგბის კავშირებს და ყველას დაინტერესებისთვის და გვერდში დგომისთვის“, - წერს რეზი ბროძელი.

შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთში მოასპარეზე ორ ქართველ მორაგბეს კლუბმა „სლავამ“ კონტრაქტი შეუწყვიტა. რუსეთის ჩემპიონატში მოასპარეზე "სლავამ" რეზი ბროძელი და საბა ილურიძე გუნდიდან მას შემდეგ გაუშვა, რაც მათ ლელოს დადება თვალზე ხელაფარებულებმა აღნიშნეს. ამ ფორმით მორაგბეებმა საქართველოში 20 ივნისს განვითარებული მოვლენები გააპროტესტეს და ამ ფორმით გამოხატეს სოლიდარობა.

ქართველი მორაგბეები, რომლებსაც თბილისის აქციების სოლიდარობისთვის რუსეთში კონტრაქტი შეუწყვიტეს, კლუბში დააბრუნეს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა