პაატა მანჯგალაძე - პროკურატურამ თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს სახელმწიფო გადატრიალებაში დასდო ბრალი

„პროკურატურამ, დღევანდელი ბრიფინგით, თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს სახელმწიფო გადატრიალებაში დასდო ბრალი,“ - ამის შესახებ „პოლიტიკური პლატფორმა -ახლი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პროკურატურის განცხადებას 20-21 ივნისის მოლენებთან დაკავშირებით. მანჯგალაძის თქმით, ხელისუფლება აღმატებული საფრთხის გამოგონებით ცდილობს 20 ივნისის სისხლისღვრა გაამართლოს.

„პროკურატურამ, დღევანდელი ბრიფინგით, თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს სახელმწიფო გადატრიალებაში დასდო ბრალი. ეს კი პირდაპირი განაცხადია ქვეყანაში არადემოკრატიული, ავტორიტარული რეჟიმის გაფორმებაზე. იმდენად აშკარა და არაპროპორციულია მომიტინგეების მიმართ გამოყენებული ძალა, რომ ხელისუფლება ცდილობს აღმატებული საფრთხის გამოგონებით გაამართლოს 20 ივნისის სისხლისღვრა. სამწუხაროდ, სახეზეა ღრმა პოლიტიკური კრიზისი და ამ ფონზე ხელისუფლების რიტორკა მინისტრი გახარიას გადასარჩენად და სისხლიანი დარბევების გასასამართლებლად, არის პოლიტიკური სიბრიყვე და უმეცრება. ამით ხელისუფლება მიზანმიმართულად ახდენს მის მიერ 7 წლის მანძილზე დანერგილი იდეოლოგიური ღერძის-,,სისხლიანი ძალადობრივი რეჟიმის“ თაობაზე, მითის განადგურებას. მოკლედ რომ ვთქვათ, ოცნების ლიდერები, იმ ტოტს ხერხავენ, რომელზეც სხედან და არათუ გახარია, არამედ მთელი მთავრობა გადაყვება მას. შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ საუკეთესო სვლა თითქმის არ დარჩა. ეხლა მთავარი ამოცანა მხოლოდ ისაა, რამდენად დროულად გაიაზრებენ ამას და რა ტიპის პოლიტიკური რეჟიმისკენ გააკეთებენ საბოლოო განაცხადს,“ - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა