ჟენევის დისკუსიებზე ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს ხელისუფლებას ბრალი დასდეს იმაში, რომ ეწევა „საერთაშორისო საზოგადოების დეზინფორმაციას“

ჟენევის დისკუსიებზე ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს ხელისუფლებას ბრალი დასდეს იმაში, რომ წინასწარგანზრახულად ეწევა საერთაშორისო საზოგადოების დეზინფორმაციას „რესპუბლიკაში“ შექმნილი მდგომარეობის თაობაზე.

ოსური მედიის ინფორმაციით, ისინი აცხადებენ, რომ წარადგინეს ფაქტობრივი მასალა, რომელიც საქართველოს პოზიციას უარყოფს.

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ „საქართველოს მოქალაქეები ხშირად და მიზანმიმართულად არღვევენ „სამხრეთ ოსეთის“ საზღვარს, ხოლო საქართველოს ხელისუფლება უგულებელყოფს მათ წინადადებებს საზღვრის ერთობლივი დელიმიტაცია-დემარკაციის შესახებ“.

მათ ასევე გააპროტესტეს საქართველოს მხრიდან ტერმინის „ოკუპირებული ტერიტორიები“ გამოყენება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს