ანონსი 5 ივლისი

5 ივლისს, 09:30 საათზე, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ საერთაშორისო ფორუმი „გამოხატვის თავისუფლება და სამოსამართლო ეთიკა“ გაიმართება. ღონისძიებას გახსნიან დამოუკიდებელი ინსპექტორი ქეთევან ცინცაძე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მზია თოდუა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში კრისტიან ურსე, EU4Justice სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელი რენატე ვინტერი და USAID/PROLoG -ის ხელმძღვანელი გიორგი ჩხეიძე.

მის: თელავის ქ.20

საკონტაქტო: ნათია ქანთარია +995 555 633 543

5 ივლისს, 10:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბათუმს ეწვევა და საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მე-15 საერთაშორისო კონგრესს გახსნის.

ბათუმი, სასტუმრო ,,შერატონი“

5 ივლისს, 10:30 საათზე, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს და მოსამართლეებს შეხვდება.

5 ივლისს, 10:30 საათზე, კომუნიკაციების კომისია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტის დასკვნით კონფერენციას გამართავს, სადაც 19-თვიანი მუშაობის შედეგები შეჯამდება. ღონისძიებას ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ერთად, ლიეტუვისა და პოლონეთის ელჩები, პროექტის ლიდერები და ასევე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრებიან.

მის: თბილისი, სასტუმრო „რუმსი“;

საკონტაქტო: რუსუდან ჭაბუკიანი 599 564220

5 ივლისს, 10:30 საათზე, პარლამენტში, ბაგრატოვანთა დარბაზთან დეპუტატ სალომე სამადაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

5 ივლისს, 11:00 საათზე, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ დიპლომატიური კოსპუსის წარმომადგენლებს შეხვდება.

ბაგრატოვანთა დარბაზი.

5 ივლისს, 11:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სარკეებიან დარბაზში, გაიმართება პრესკონფერენცია ვერდის ფესტივალის საქართველოში ჩატარებასთან დაკავშირებით. პრესკონფერენციას დაესწრებიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ბადრი მაისურაძე, ოპერის მომღერალი, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ანდღულაძე და “ბლექ სი არენას” დირექტორი ტატო ხარჩილავა.

5 ივლისს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს“ ხელმძღვანელი ზვიად ტომარაძე პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებების საქართველოში დაგეგმილი ამხანაგური შეხვედრა და შესაძლო პროვოკაციების საფრთხე. მიმართვა რაგბის კავშირს.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1.

საკონტაქტო: 593 53 45 24

5 ივლისს, 11:30 საათზე, პარლამენტის წევრი, ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი - სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე გიორგი ლომია „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკოფერენციას გამართავს.

თემა: რუსეთისა და გრიგორი კარასინის გზავნილები; მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე). საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

5 ივლისს, 12:00 საათზე, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობას შეხვდება.

5 ივლისს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი ვოლსკის ბრიფინგი გაიმართება.

B კორპუსი, II სართული (ბიუროს ოთახის წინ)

5 ივლისს, 12:00 საათზე, პარლამენტის წინ, პოლიციელებზე განხორციელებული ძალადობისთვის დაკავებული ბესიკ თამლიანის ყოფილი ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

თემა: თამლიანი ადრეც ხულიგნობისა და პოლიციისთვის ძალადობისთვის გაასამართლეს, დღეს იგივე მუხლით ვერ გაასამართლებენ.

მის.: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

5 ივლისს, 12:00 საათზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართება ევროკავშირისა და UNESCO-ს 2019 წლის კონკურსში გამარჯვებული პროექტის პრეზენტაცია - „შემოქმედებითი კლასტერების ეკოსისტემის განვითარება“. ღონისძიებას მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, საქართველოს UNESCO-ს საქმეთა ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ქეთევან კანდელაკი და სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ წარმომადგენლები ელენე თოიძე და ვატო ურუშაძე გაუძღვებიან.

მის.: სანაპიროს 4

5 ივლისს, 12.00 საათზე, „ექსპოჯორჯიას“ მე-3 პავილიონში სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი გაიმართება.​

მის: წერეთლის გამზირი N118; საგამოფენო სივრცე „ექსპოჯორჯია“, მე-3 პავილიონი.

საკონტაქტო: ლალი გალუმაშვილი 595055750​

5 ივლისს, 12:00 საათზე, "სამოქალაქო მოძრაობის“ წარმომადგენლები პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: "სამოქალაქო მოძრაობა" კონსტიტუციაში პროპორციული სისტემის გარდა, კიდევ ერთი ცვლილების განხორციელებას ითხოვს

მის.: მეგრელიძის #16 ;

საკონტაქტო: ეკა მელიქიძე - 599 85 47 22

5 ივლისს, 14:00 საათზე, ანალიტიკოსი გია აბაშიძე „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკოფერენციას გამართავს.

თემა: მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

5 ივლისს, 14:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი განცხადებას გააკეთებს.

თემა: მიმდინარე მოვლენები

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1. საკონტაქტო: 593 53 45 24

5 ივლისს, 19:00 საათზე, ბოტანიკურ ბაღში სინათლის ფესტივალი გაიხსნება.

საკონტაქტო: 593 955 335 გიორგი თარხნიშვილი

5 ივლისს, 19:00 საათზე, Yourshot საქართველოს ფოტოკონკურსის „ბუნება მაკროობიექტივში“ გამოფენა, დაჯილდოება გაიმართება.

მის: გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ; კუს ტბის გზა N 1.

5 ივლისს, 20:00 საათზე, MAUDI-ის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ინსტრუმენტალური-ექსპერიმენტალური მუსიკის პერფორმანსი „სინთეზის ზღვარზე“ გაიმართება.

მის: წერეთლის #140 (ყოფილი მაუდის ქარხანა);

საკონტაქტო: 555434334

რა იცვლება თბილისში სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში - ექსკლუზიური ინტერვიუ „სისტრა სპექტრუმ კონსალტინგის“ ჯგუფის ხელმძღვანელთან
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2019
სტრასბურგი და ხვალეო!..
ვიტალი ბალა - 2019 წლის არჩევნების შედეგად უკრაინაში არ შედგა პრორუსულ ძალთა რევანში და არ გამართლდა პრორუსულ ძალთა მოლოდინი
თბილისში სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ახალი კამპუსის და საერთო საცხოვრებლის მშენებლობა მიმდინარეობს