მაკა ჩიჩუა - ძალიან მიყვარს ბევრი რუსი ადამიანი, მაგრამ აქ პოლიტიკაა, რომელმაც ჩვენ დაგვღუპა, წაგვართვა  ტერიტორია

ძალიან მიყვარს ბევრი რუსი ადამიანი, მაგრამ აქ პოლიტიკაა, რომელმაც ჩვენ დაგვღუპა, წაგვართვა ჩვენი ტერიტორია, - ამის შესახებ "ინტერპრესსნიუსს" საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ, მაკა ჩიჩუამ განუცხადა.

მისი თქმით, 20 ივნისს საზოგადოება არა რუსი ხალხის, არამედ რუსი კომუნისტი პოლიტიკოსის ვიზიტის ფორმას აპროტესტებდა. მისივე განცხადებით, ხელისუფლებას, რომლებმაც ამ პროტესტში მონაწილე ადამიანებს თვალები დათხარა და თითი დაუქნია, ხალხი არაფერს აპატიებს.

"მე რუსი ხალხის მიმართ არასდროს მქონია პროტესტი, პირიქით, ბევრი რუსი მეგობარი მყავს და რუსულ კულტურას, ხელოვნებას პატივს ვცემ. ძალიან მიყვარს ბევრი რუსი ადამიანი, მაგრამ აქ პოლიტიკაა, რომელმაც ჩვენ დაგვღუპა, წაგვართვა ჩვენი ტერიტორია, როდესაც ადამიანი ითხოვს - არა რუსი კომუნისტი საკანონმდებლო ორგანოში! - მას თვალი არ უნდა დათხარო, თითი არ უნდა დაუქნიო და არ უნდა გქონდეს იმის მოლოდინი, რომ ამას გაპატიებენ", - განაცხადა მაკა ჩიჩუამ.

მე ძალიან მიყვარს ბევრი რუსი ადამიანი, მაგრამ აქ პოლიტიკაა, რომელმაც ჩვენ დაგვღუპა!

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს