უკრაინული დიასპორის წარმომადგენლები რომში ვლადიმერ პუტინს საპროტესტო აქციებით დახვდნენ

იტალიის დედაქალაქში ვიზიტით მყოფ კრემლის ლიდერს ვლადიმერ პუტინს უკრაინული დიასპორის წარმომადგენლები საპროტესტო გამოსვლებით დახვდნენ. რომის ცენტრში მანიფესტაცია გაიმართა ლოზუნგით: „შევაჩეროთ პუტინის აგრესია უკრაინაში“. დიასპორის წევრებს ეკავათ ლოზუნგები: „პუტინ, ხელები შორს უკრაინისგან!“, „Putin go home“ და სხვა.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, დიქტატორი, რომელმაც დამოუკიდებელი სახელმწიფოს ნაწილის ოკუპაცია განახორციელა, არ იმსახურებს ასეთი მაღალი დონის მიღებას, რომელიც მას იტალიაში მოუწყეს.

მათივე თქმით, გამოდის, რომ იტალიაში დაავიწყდათ, რომ ევროპაში ომია და მისი ინიციატორი ვლადიმერ პუტინია.

რუსეთის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით იტალიაში 4 ივლისს ჩავიდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა