საქართველოს მელიორაციაში განსახორციელებელი პროექტების ტექნიკურ ზედამხედველობას დამოუკიდებელი საექსპერტო კომპანიები განახორციელებენ

საქართველოს მელიორაციაში განსახორციელებელი პროექტების ტექნიკურ ზედამხედველობას დამოუკიდებელი საექსპერტო კომპანიები განახორციელებენ. ამის შესახებ ცნობილი გახდა შპს „საქართველოს მელიორაციის“ ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე, სადაც მოწვეულები იყვნენ აკრედიტებული საექსპერტო კომპანიების წარმომადგენლები.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შპს „საქართველოს მელიორაციიდან“ აცნობეს, ქვეყნის სარწყავ და სადრენაჟე სისტემებზე მასშტაბური სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება, ამიტომ დღის წესრიგში დადგა მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების ეფექტური კონტროლის მექანიზმების დანერგვა, რაც შპს „საქართველოს მელიორაციას“ საშუალებას მისცემს ოპერატიულად და რაც მთავარია ეფექტურად და ობიექტურად განახორციელოს მშენებლობის ზედამხედველობა და საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს მყისიერი რეაგირება და განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები.

მათივე ინფორმაციით, საექსპერტო კომპანიებთან გამართული დისკუსიისა და აზრთა გაცვლის შემდგომ გამოიკვეთა რიგი საკითხები ტექნიკური პირობების, კომპანიების ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების შესახებ, რომლის დეტალური შესწავლის შემდეგ ზედამხედველობის შესყიდვის ორ საპილოტე პროექტზე ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა