20 ივლისს საქართველოში კონცერტს Polo & Pan ჩაატარებს

20 ივლისს, „ორიგამის“ ორგანიზებით, თბილისს Polo & Pan ესტუმრება. მუსიკალური პროექტი მასშტაბურ ღონისძიებას ვაგონშემკეთებელ ქარხანაში გამართავს, სადაც შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს.

„ორიგამის“ დამფუძნებლების ინფორმაციით, Polo & Pan-ის კონცერტის ჩატარება მსმენელის ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვიტეს. ისინი საფრანგეთში პირადად შეხვდნენ მუსიკალური პროექტის წევრებს და თბილისში კონცერტი ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ დაგეგმეს.

Polo & Pan ქართველ მსმენელს გრანდიოზულ შოუს ჰპირდება. ისინი საქართველოში „ლაივითა“ და ორი შემსრულებლით ჩამოვლენ.

ღონისძიების ორგანიზატორის „ორიგამის“ დამფუძნებლის ნიკა ნონიკაშვილის განცხადებით, ვაგონშემკეთებელი ქარხანა სწორედ ღონისძიების მასშტაბურობიდან გამომდინარე შეარჩიეს. მისივე თქმით, სახელმწიფო პანტომიმის თეატრის კოსტიუმირებული მიმები მუსიკის, მოძრაობისა და პლასტიკის ულამაზეს შერწყმას წარმოადგენენ.

„შეხვედრაზე Polo & Pan შეგვპირდა, რომ სანახაობრივ, სასიამოვნო და შთამბეჭდავ წარმოდგენას გამართავს თბილისში. ზოგადად, ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს არამარტო კონცერტი, არამედ შოუც, რაც მსმენელისთვის კიდევ უფრო საინტერესო იქნება.

Polo & Pan ჩვენით დაინტერესებულია, რადგან საქართველო ყველა DJ-სთვის ძალიან პოპულარული მიმართულებაა და ყველას ძალიან უნდა აქ ჩამოსვლა. ჩვენთან ეს კულტურა, რასაც კლუბური ცხოვრება და კონცერტი ჰქვია, ძალიან განვითარებულია. სწორედ ამ სექტორის განვითარებამ წამოწია წინა პლანზე თუნდაც Polo&Pan-ის ჩამოსვლის საკითხი“, - აღნიშნა მან.

რაც შეეხება პანტომიმის თეატრის მსახიობების წარმოდგენას, შოუ-ში 50 მიმი ჩაერთვება და მაყურებელსა და მსმენელს კოსტუმირებულ პროგრამას შესთავაზებს. ამავდროულად, ისინი პანტომიმის თეატრის მშენებლობისთვის კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამენ, რაშიც „ორიგამიც“ დაეხმარებათ.

„დიდი ხანია, ვიცით, რომ „ჩვენ ვაშენებთ თეატრს“- ამ მესიჯის ქვეშ ხორციელდება მათი ყველა აქტივობა, რადგან გარკვეული ფართობი გამოყოფილი და თეატრის მშენებლობა უნდ დაიწყონ. ეს ვიცოდი კარგად. პირველივე შეხვედრაზე გაგვიჩნდა იდეა, პატარა წვლილი შევიტანოთ ახალი თეატრის მშენებლობაში“, - განმარტა ნიკა ნონიკაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო. ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, კონცერტით უკვე დაახლოებით, 20 000 ადამიანი დაინტერესდა. Polo & Pan-ის პერფორმანსს წინ უძღვის „სერქლის“ დამფუძნებლების მასტერკლასი, რომლის ფარგლებშიც დამსწრე აუდიტორია ღონისძიების ორგანიზებასთან დაკავშირებით ყველა დეტალის შესახებ მიიღებს ინფორმაციას.

„ისინი დამსწრე საზოგადოებას 2-საათიან მასტერკლასს შესთავაზებენ. ეს იქნება ზოგადი მასტერკლასი, თუ როგორ უნდა აწარმოო ეს პროცესი, რასაც ღონისძიების მენეჯმენტი ჰქვია, თავისი სპონსორების მოზიდვით, არტისტების შერჩევით, მათი ერთმანეთთან დაკავშირებით, პერფორმანსით, ხმით და ა.შ. 19:00 საათზე დაიწყება მასტერკლასი, შემდეგ კი Polo & Pan-ის პერფორმანსი გელოდებათ“,- განმარტა ღონისძიების ერთ-ერთმა დამფუძნებელმა სანდრო მინესაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა