თურქეთის სამხრეთში, პროვინცია ჰატაის ქალაქ რეიჰანლიში ავტომობილი აფეთქდა, რის შედეგადაც სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა. ისინი სირიის მოქალაქეები იყვნენ.
პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველადი მონაცემებით, ინციდენტი შესაძლოა კავშირში იყოს ტერორიზმთან. ქალაქი რეიჰანლი სირიის საზღვართან მდებარეობს, ძირითადი საკონტროლო გამშვები პუნქტიდან 5 კილომეტრში. ამ ქალაქშიც და მთლიანად ჰატაის პროვინციაშიც უამრავი სირიელი ლტოლვილია.
წინა წლებში ორი სერიოზული თავდასხმა განხორციელდა რეიჰანლიში სირიელების და სირიაში გადასული თურქული ექსტრემისტული ჯგუფების მონაწილეობით.