გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კორეის საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი საქართველოში კორეის რესპუბლიკის საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებულს, კიმ სე ვუნგს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა კორეა-საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობებზე იმსჯელეს და ქართული ღვინის ექსპორტის კუთხით, სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ხატია წილოსანმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა ქართული ღვინის პოპულარიზაციის პროექტზე „საქართველო - ღვინის სამშობლო“, რომელის ფარგლებშიც გამოფენები წარმატებით განხორციელდა საფრანგეთსა და იაპონიაში. მინისტრის მოადგილემ კორეის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენელს ანალოგიური გამოფენის კორეის რესპუბლიკაში გამართვა შესთავაზა, რაც ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

შეხვედრაზე კიმ სე ვუნგმა ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობასა და მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც კორეის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენელმა აღნიშნა, ქართულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას ექსპორტის დიდი პოტენციალი აქვს. შესაბამისად, სახელმწიფოსა და კერძო სექტორთან აქტიური კომუნიკაციით და აქტიური თანამშრომლობით, შესაძლებელია საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან მეხუზლა, სააგენტოსა და ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა