20-21 ივნისის მოვლენებისას ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ბესიკ თამლიანი ბრალს არ აღიარებს

20-21 ივნისის მოვლენებისას ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ბესიკ თამლიანი ბრალს არ აღიარებს. როგორც მისმა ადვოკატმა ვახტანგ იაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ქმედება, რომელიც კადრებში ჩანს, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს არ შეიაცავს.

ადვოკატი ასევე აღნიშნავს, რომ ამ ქმედებისთვის თამლიანმა პასუხი ადმინისტრაციული წესით უკვე აგო.

"დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს, იმიტომ, რომ მსგავს ქმედებას ადგილი არ ჰქონია, რომელიც შეიძლება დაკვალიფიცირდეს 225-ე ან მსგავსი მუხლებით. ჩვენ ვნახეთ კადრები. იქ ჩანს, რომ ხელებით ურტყამს სპეცრაზმელის ფარს ორჯერ ან სამჯერ. თუმცა ამ ქმედებისთვის პატიმრობაში იმყოფებოდა და პასუხი აგო ადმინისტრაციული წესით და მაშინ ეს არ დაკვალიფიცირდა სისხლის სამართლებრივად და მეორე - იმთავითვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ქმედება, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არ შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს და აქედან გამომდინარე, ბრალდება სრულიად უსაფუძვლოა, რა მტკიცებულებაც არ უნდა წარმოადგინონ და ვერც წარმოადგენენ მტკიცებულებას", - განაცხადა ვახტანგ იაშვილმა.

ამასთან, როგორც ადვოკატი აღნიშნავს, საზოგადოება ნახავს, თუ რა გახდა მისი დაცვის ქვეშ მყოფისა და სხვა პირების დაკავების მიზეზი.

"იმის გათვალისწინებით, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, კერძოდ ის, რომ დაასახიჩრეს ბავშვები და ახალგაზრდები, თვალები დათხარეს, ჩვენ ვერ ვხედავთ ვერც ერთ პასუხისმგებელ პირს, რომელიც ამისათვის მიეცემოდა სისხლის სამართლის პასუხისგებაში. პირიქით, მთავრობა ცდილობს ყველანაირად გაამართლოს როგორც პოლიციელები, ასევე ის პირები ვინც გასცა ბრძანება, მოქალაქეების დასახიჩრების თაობაზე. ვფიქრობ, ეს პროცესი ასე არ დამთავრდება და საზოგადოებისვთის გახდება ცნობილი რეალური საფუძვლები და გარემოებები, რაც გახდა მიზეზი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის და სხვა პირების პასუხისმგებლობის", - განაცხადა იაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანი ბრალს არ აღიარებს, ზურაბ ბუდაღაშვილი კი ადვოკატის მომსახურებაზე უარს ამბობს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა