ლაშა დარსალია - ვცდილობთ, მივაღწიოთ იმას, რომ თამარ მეარაყიშვილი საოკუპაციო ძალების მხრიდან ზეწოლის ქვეშ არ იყოს

ვცდილობთ, გარკვეულწილად მივაღწიოთ ამ საქმის დახურვას და იმას, რომ თამარ მეარაყიშვილი არ იყოს საოკუპაციო ძალების მხრიდან ზეწოლის ქვეშ, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ ჟურნალისტებს ახალგორელი აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის საქმის კომენტირებისას განუცხადა. დარსალიას შეფასებით, ეს საქმე კიდევ ერთი ნათელი მაგალითია საოკუპაციო ძალების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის.

„ცალსახად ეს კიდევ ერთი მაგალითია ადამიანის უფლებების დარღვევის. ეს არის მაგალითი იმისა, თუ რა ტერორის ქვეშ ჰყავთ საოკუპაციო ძალებს ადამიანები. ამ საკითხებს ჩვენ სხვადასხვა ფორმატებში ვაყენებთ და ვცდილობთ გარკვეულწილად მივაღწიოთ ამ ქეისის დახურვას და იმას, რომ თამარ მეარაყიშვილი არ იყოს საოკუპაციო ძალების მხრიდან ზეწოლის ქვეშ. კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელსაც ჩვენ ვდგამთ და დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ, იქიდან გამომდინარე, რომ საუბარია კონკრეტული ადამიანის ბედზე, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება“, - განაცხადა ლაშა დარსალიამ.

სამოქალაქო აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობას სისხლის სამართლის საქმე აქვს აღძრული. აქტივისტი თავდაპირველად პატიმრობაში იმყოფებოდა, თუმცა მოგვიანებით გაათავისუფლეს. მეარაყიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა არ შეწყვეტილა და მის საქმეს ცხინვალის ე.წ. სასამართლო განიხილავს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა