„თავისუფალი საქართველო“ საარჩევნო რეფორმის პროექტს აქვეყნებს

პარტია „თავისუფალი საქართველო“ მხარს უჭერს 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას, თუმცა ამავდროულად პარლამენტს მიმართავს წინადადებით იგივე სისტემა დადგინდეს, როგორც მუდმივი ნორმა და არა, როგორც გამონაკლისი 2020 წლისათვის.

ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თავისუფალი საქართველოდან“ აცნობეს, ისინი პარლამენტს სხვა წინადადებითაც მიმართავენ.

„მივმართავთ პარლამენტს წინადადებით, გადამუშავდეს საარჩევნო კოდექსი, ეუთოს რეკომენდაციების და წლების განმავლობაში ქართული პოლიტიკური სპექტრისა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ გამოთქმული შენიშვნების მიხედვით, სახელდობრ:

1. ცესკო და საოლქო კომისიები დაკომპლექტდეს 9 ძირითადი პარტიის მიერ პარიტეტულად; 2. ამომრჩევლის იდენტიფიკაცია საარჩევნო უბანზე განხორციელდეს ბიომეტრიული (ფოტოსურათის) პარამეტრების შედარების გზით. 3. არჩევნებში ამომრჩევლის მონაწილეობა სავალდებულოა; 4. არჩევნებში მონაწილე პარტიის საარჩევნო კამპანიის ხარჯები არ უნდა აღემატებოდეს 1 მილიონ ლარს (ბოლო არჩევნებში „ოცნების“ საარჩევნო ფონდი 13 მლნ ლარს შეადგენდა, „ნაცების“ - 2,6 მლნ. „თავისუფალი საქართველოსი“ – 66 000 ლარს. არალეგალურად „ოცნებამ“ და „ნაცებმა“ მინიმუმ 10-ჯერ მეტი თანხა გახარჯეს). 5. პარტიის შემომწირველი არ შეიძლება იყოს კომპანია, რომელსაც მოგებული აქვს სახელმწიფო ტენდერი. 6. პოლიტიკური თანამდებობის პირებს, მათ შორის, მინისტრებს ეკრძალებათ კამპანიის წარმოება დაქვემდებარებულ დაწესებულებაში. 7.აკრძალულია კამპანია საარჩევნო უბანზე და მიმდებარე ტერიტორიაზე. 8. ტელევიზიები ვალდებული არიან გააშუქონ (ახალ ამბებში) ყველა კვალიფიციური სუბიექტის კამპანია, აგრეთვე მოაწყონ დებატები ყველა კვალიფიციური სუბიექტის მონაწილეობით; 9. კვალიფიციურ პარტიას უფლება აქვს მოითხოვოს გადათვლა არანაკლებ 10 საარჩევნო უბანზე საკუთარი შერჩევით; 10. საარჩევნო დავებს განიხილავს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების საარჩევნო პალატა, სადაც მოსამართლეების წარდგენა ხდება იუსტიციის საბჭოს მიერ ერთხმად“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა