ილია მეორე - ცხოვრების გზა არც ისე იოლია, მრავალი დაბრკოლება ხვდება ადამიანს და ამ დროს მას სჭირდება დახმარება, სულიერი შეწევნა

ცხოვრების გზა არც ისე იოლია, მრავალი დაბრკოლება ხვდება ადამიანს ცხოვრების გზაზე და ამ დროს მას სჭირდება დახმარება, სულიერი შეწევნა. ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. როგორც პატრიარქმა ბრძანა, წმინდა იოანე ნათლისმცემელი არის ასეთი შემწე.

"გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. წმინდა იოანე ნათლისმცემლის დაბადების დღეს. მისი ლოცვა, მისი კურთხევა გფარავდეთ თქვენ. იოანე ნათლისმცემლის მშობლები, როგორც თქვენ იცით, იყვნენ უშვილონი. და როცა ერთ-ერთი მსახურების დროს მისი მამა ზაქარია ასრულებდა მღვდელმსახურებას, მას გამოეცხადა ანგელოზი და უთხრა, რომ შენ გეყოლება შვილი და დაარქმევ სახელსა იოანეს. ზაქარია და ელისაბედი მოხუცებულები იყვნენ და ვერ დაიჯერა, რომ მას ეყოლებოდა შვილი და მან დაკარგა მეტყველება. მართლაც მოხდა სასწაული და ეყოლა შვილი და დაარქვეს სახელად იოანე. ეს სასწაული იყო, ღვთის მითითება იყო. წმინდა იოანე ნათლისმცემელი არის სინანულის მქადაგებელი და ყოველი ადამიანი უნდა იყოს მისი ლოცვის ქვეშ. როცა იოანე ნათლისმცემელი ნათლავდა ხალხს იორდანეში, გამოჩნდა უფალი იესო ქრისტე. და იოანემ იწინასწარმეტყველა : "აჰა, კრავი ღვთისა, აღმღებელი ცოდვათა სოფლისათა". ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ წმინდა იოანე ნათლისმცემელი იყოს ჩვენი მფარველი. შეგვაძლებინოს ჩვენ, რომ მტკიცედ განვლოთ ეს ცხოვრების გზა. ცხოვრების გზა არც ისე იოლია. მრავალი დაბრკოლება ხვდება ადამიანს ცხოვრების გზაზე და ამ დროს მას სჭირდება დახმარება, სულიერი შეწევნა. წმინდა იოანე ნათლისმცემელი არის ასეთი შემწე. შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს",- ბრძანა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა.

იხილეთ ვიდეო

ლევან ბოძაშვილი - ახლა არაორდინარული, არასტანდარტული გადაწყვეტილებების დროა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2020
სოსო არჩვაძე - ეროვნული ვალუტის კურსის რყევამ  შეიძლება სერიოზულად დააზიანოს ის შედეგები, რაც მიღწეულია მთავრობის მიერ
კომპანია "ლისი დეველოპმენტმა" მთავრობის მიერ შექმნილ StopCov ფონდში 50 000 ლარი გადარიცხა
„ვისოლ ჯგუფი“ თბილისის მერიასთან ერთად მარტოხელა მოხუცებს ყოველდღიური მოხმარების საგნებითა და საკვები პროდუქტებით მოამარაგებს
„სოკარმა“ STOPCOV ფონდის მხარდასაჭერად საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში 200 000 ლარი ჩარიცხა
ბაზისბანკის ვიდეობანკი ციფრული სერვისების გასააქტიურებლად
შპს "ფერიმ" და სს "დარიალი ენერჯიმ" კორონავირუსთან ბრძოლის ფონდს ნახევარი მილიონი ლარი გადაურიცხა
ლიბერთის პროგრამა აპრილის პენსიების წინასწარ ჩარიცხვის მიმართულებით ყველა ასაკის პენსიონერზე გავრცელდება