რუსმა დეპუტატმა ეუთოში საქართველოს მიერ მომზადებული რეზოლუციას „თბილისში დაწყებული კონფლიქტის გაგრძელების მცდელობა“ უწოდა

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ანდრეი კლიმოვმა, რომელიც სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვის კომისიასაც ხელმძღვანელობს, „რაშა თუდეისთან“ საუბარში კომენტარი გააკეთა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხთა კომიტეტის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც მხარი დაუჭირა საქართველოს მიერ მომზადებულ რეზოლუციას. „რუსეთს, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს შეუძლია აღიაროს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ეს ჩვენი უფლებაა, რომელიც პირდაპირ გამომდინარეობს გაეროს წესდებიდან. ჩვენთვის ეს ისტორია დასრულებულია. ჩვენი გადაწყვეტილება უკვე მიღებული გვაქვს“, - განაცხადა ანდრეი კლიმოვმა.

მისი თქმით, ეს რეზოლუცია შესაძლოა, იყოს თბილისში დაწყებული კონფლიქტის გაგრძელების მცდელობა.

მისი აზრით, მეზობლებთან ურთიერთობების დასარეგულირებლად საჭიროა, რომ ქართული მხარე მათთან დიალოგში შევიდეს.

კლიმოვის აზრით, ისეთი ორგანიზაციისადმი „სკანდალური განცხადებებით“ მიმართვა, როგორიცაა ეუთო, გამოსავლის ძიებაში ვერ დაეხმარება.

ეუთოს პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების კომიტეტმა, 50 ხმით 5-ის წინააღმდეგ, საქართველოს მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი მიიღო. დოკუმენტი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ვითარებას ეხება.

დოკუმენტი რუსეთს საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვისკენ და აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა