„თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები ვაკის პარკში შეიკრიბნენ

„თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები ვაკის პარკში შეიკრიბნენ. როგორც გურამ ფალავანდიშვილმა შეკრებამდე "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, დღეს ხელმოწერების შეგროვებას აპირებენ, რათა ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა აიკრძალოს.

ამასთან, ისინი 8 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილ "ღირსების მარშს" გააპროტესტებენ. შეკრებილების ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ უცნობია, სად და რომელ საათზე გაიმართება "ღირსების მარში", ისინი დათმობაზე წასვლას არ აპირებენ და შეკრებას ხვალ დილიდან, 10:00 საათზე ვერის ბაღში შეიკრიბებიან.

შეგახსენებთ, რომ "თბილისი პრაიდის" ინფორმაციით, "ღირსების მარში" ხვალ გაიმართება, თუმცა ამ დროისთვის კონკრეტული ლოკაცია და დრო ცნობილი არ არის.

იხილეთ ვიდეო: „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები სამომავლო სტრატეგიის შესათანხმებლად ვაკის პარკში შეიკრიბნენ

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა