ეუთოს კომიტეტის მოწოდებას აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება გამოეხმაურა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხთა კომიტეტის მოწოდებას რუსეთისადმი, გააუქმოს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება, აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლება ეხმაურება. „რია ნოვოსტისთან“ საუბარში მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევონ გალუსტიანმა განაცხადა, რომ აღნიშნული მოწოდება ცალმხრივი და ანგაჟირებულია, რომელიც ღიმილსა და სინანულს იწვევს, რადგან ეს საქართველოს ხელისუფლების სასარგებლოდ მიღებული პირველი რეზოლუცია არ არის.

გალუსტიანის თქმით, სამწუხაროა, რომ ასეთი საერთაშორისო ორგანიზაცია იღებს ცალმხრივ, ანგაჟირებულ განცხადებებს.

„დასავლეთში ყურადღება უნდა გაამახვილონ თბილისის არა მხოლოდ რევანშისტულ განწყობებზე, არამედ აფხაზი ხალხის ტკივილზე, რომელმაც 90-იან წლებში ნამდვილი გენოციდი გადაიტანა. ეს ტრაგედია კი ქართულმა მხარემ მიაყენა აფხაზეთს. ასე რომ, ჯერ საკუთარი დანაშაული უნდა აღიარონ და ბოდიში მოიხადონ ჩვენი ხალხის წინაშე. შემდგომი ლოგიკური ნაბიჯი კი იქნება სახელმწიფოთაშორისი სრულფასოვანი ურთიერთობები აფხაზეთთან“, - განაცხადა გალუსტიანმა.

მისივე თქმით, აფხაზეთისა და რუსეთის პარტნიორობა მხოლოდ გაძლიერდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა