„ექსპო ჯორჯიაში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ბენეფიციარების პროდუქციის გამოფენა გაიმართება

8 ივლისს, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში, სააგენტო “აწარმოე საქართველოში“, “ქართულ მაღაზიათა ასოციაცია” და “საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია" მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ბენეფიციარების პროდუქციის გამოფენას მართავს.

ღონისძიება საქართველოში წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ღონისძიებაში 50-მდე მიკრო და მცირე პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული მეწარმე იღებს მონაწილეობას.

“გამოფენის ფარგლებში, ქართველ მეწარმეებს საშუალება ექნებათ თავიანთი პროდუქცია გააცნონ და B2B შეხვედრები გამართონ ქართულ მაღაზიათა ასოციაციისა და საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებთან”, - აღნიშნულია სააგენტოს “აწარმოე საქართველოში“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა