კახა კალაძე - ძალიან უსუსურად გამოიყურება „ნაციონალური მოძრაობის“ მცდელობა, საზოგადოების ჯანსაღი რეაქცია მათ პროვოკაციაზე, ხელისუფლების მხრიდან მედიაზე ზეწოლად შეფუთოს

ძალიან უსუსურად გამოიყურება ”ნაციონალური მოძრაობის” უსუსური მცდელობა, საზოგადოების სრულიად ჯანსაღი რეაქცია მათ პროვოკაციაზე, ხელისუფლების მხრიდან მედიაზე ზეწოლად შეფუთონ, - ამის შესახებ თბილისის მერი, კახა კალაძე საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე წერს. ის ტელევიზიას მაუწყებლობის აღდგენისკენ მოუწოდებს.

„ნაციონალური მოძრაობა“ „რუსთავი 2“-ს რომ პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებს, ახალი არავისთვის არ არის. არც იმის სჯერა ვინმეს, რომ “რუსთავი2”-ის ეთერში დადგმული პროვოკაცია, უბრალოდ ერთი ჟურნალისტის გაუაზრებელი და უცენზურო გამოხტომა იყო და არა კარგად გამიზნული პროვოკაციული ქმედება. ამ ფონზე ძალიან უსუსურად გამოიყურება ”ნაციონალური მოძრაობის” უსუსური მცდელობა, საზოგადოების სრულიად ჯანსაღი რეაქცია მათ პროვოკაციაზე, ხელისუფლების მხრიდან მედიაზე ზეწოლად შეფუთოს. ეს არის სრული უტიფრობა და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ პროვოკაციის რეალურ მიზნებს. ჩვენი ხელისუფლება განუხრელად იცავს საქართველოს კონსტიტუციას და შესაბამისად ნებისმიერი მოქალაქის, ჟურნალისტის, თუ მედიის გამოხატვის თავისუფლებას, თუ ის კანონის ჩარჩოებს არ სცდება. ამიტომ, ტყუილად ირჯებით ბატონებო, რამდენიც არ უნდა ეცადოთ, არავინ აპირებს კანონის დარღვევას, ვინმესთან მედიაში დაუკითხავად შეჭრას და იმ მეთოდებით მოქმედებას,რომელშიც კარგად იყავით გაწაფულები ხელისუფლებაში ყოფნისას. თემის ამ მიმართულებით წაყვანის მცდელობა არის აბსურდი და სრულიად სხვა მიზნებს ემსახურება, რომლის გახორციელებაშიც ბუნებრივია ხელს ნამდვილად არავის შევუწყობთ, ამიტომ უმჯობესია აღადგინოთ მაუწყებლობა და შეეშვათ ამ მიმართულებით სიტუაციის ხელოვნურად დრამატიზების უსუსურ მცდელობებს. ამით ვერავის მოატყუებთ ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც მის საზღვრებს გარეთ", - წერს კალაძე საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა