რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო - ქართული ავიაკომპანიების ფრენებზე აკრძალვა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე სრულად არ დაიფარება აერონავიგაციის მომსახურებისთვის არსებული დავალიანება

რუსეთში ქართული ავიაკომპანიების ფრენებზე აკრძალვა იმ დრომდე გაგრძელდება, ვიდრე სრულად არ დაიფარება აერონავიგაციის მომსახურებისთვის არსებული დავალიანება. ამის შესახებ რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ვოლკოვმა „რასია 24“-ის ეთერში განაცხადა.

„ფრენების შეწყვეტა იმ მომენტამდე გაგრძელდება, ვიდრე რუსეთის მხარისთვის არ იქნება წარმოდგენილი კომპანიების - Georgian Airways-ის და MyWay Airlines-ის საავიაციო უსაფრთხოების პროგრამა, მათი აუდიტი. ასევე იმ მომენტამდე, ვიდრე ბოლომდე არ დაიფარება ქართული მხარის მიერ აერონავიგაციის მომსახურების არსებული დავალიანება“ , - განაცხადა ვოლკოვმა.

დღეიდან საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა შეწყდა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 21 ივნისს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვით, 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოს მიმართულებით ფრენები ეკრძალებათ.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა