პარლამენტთან მოშიმშილე ბექა ბასილაია - სამღვდელოების მხრიდან უაღრესად ქრისტესმიერი საქციელია მოშიმშილე ადამიანების დაშლის და ალაგების მოთხოვნა

უაღრესად ქრისტესმიერი საქციელია სამღვდელოების მხრიდან მოშიმშილე ადამიანების დაშლის და ალაგების მოთხოვნა. ძალიან ქრისტიანული საქციელია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის წინ მოშიმშილე ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განუცხადა.

აღნიშნულით ის, პარლამენტთან შეკრებილი სამღვდელოების მოთხოვნას გამოეხმაურა, რომელიც შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით პარლამენტთან განლაგებული ბანერების აღებას ითხოვს, ვინაიდან პარაკლისის გადახდა სურს.

„დღეს თუ რამე ქრისტიანული ხდება ამ ქვეყანაში, მტრის წინააღმდეგ ბრძოლაა, იმიტომ, რომ რუსეთი არის მტერი და რუსეთის მიერ ხელდასმული გახარია უნდა გადადგეს. მე-14 დღეა ვშიმშილობ, თუმცა, როგორც გავიგე, ეჭვი შეაქვთ ამაში, ისე გამოიყურებაო.. სხვათა შორის, მე-20 დღემდეც თუ გავქაჩე და გამომყვა ორგანიზმი, არაფერი დამეტყობა, ძალიან მხნედ ვგრძნობ თავს, ფიზიკურად არაფერი დამეტყობა. თქვენდა გულის გასახარად ძალიან მხნედ ვგრძნობ თავს. გახარიას გადადგომამდე შიმშილობას განვაგრძობ, მთავარია, გონება არ დავკარგო“, - განაცხადა ბასილაიამ.

შეგახსენებთ, რომ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა გამართეს. მსვლელობას სასულიერო პირები უძღვებოდნენ. როგორც მამა დავით ისაკაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, ისინი პარლამენტთან პარაკლისს გადაიხდიან. ამასთან, სასულიერო პირმა მიმართა პოლიციის წარმომადგენლებს, პარლამენტთან განთავსებული საპროტესტო ბანერები აიღონ, რადგან „გაუგებარია აქციები, რომლებიც პარლამენტთან მე-18 დღეა იმართება“. როგორც სასულიერო პირმა აღნიშნა, „თუ ვინმეს პოეზიის საღამოს მოწყობა და კონცერტის ჩატარება უნდა, ამისთვის სხვა შესაფერი ლოკაცია არსებობს“.

„ამიტომ მივმართავ პოლიციას, გთხოვთ, უმოკლეს ვადაში, რამდენიმე წუთში დაიწყეთ ამ მარაზმის დემონტაჟი. ეს ჩვენი ქალაქია“, - აღნიშნა მამა დავითმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა