კახა კუკავა - ან დასრულდება „მეხუთე კოლონა“ საქართველოში, ან „მეხუთე კოლონა“ დაასრულებს დამოუკიდებელ საქართველოს

ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიერ „რუსთავი 2“-ის ეთერში გაკეთებულ განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა. მისი შეფასებით, სახეზეა „მეხუთე კოლონის“ მოქმედებები.

„რამდენიმე დღის წინ პოლიტიკური სპექტრის ნაწილის მიმართ გამოვიყენე ტერმინი "ექსტრემისტები". კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო: არანაირი ე.წ. "პროდასავლური ოპოზიცია", ლიბერალური მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენ არ გვყავს. მათი სახით ჩვენ გვყავს მეხუთე კოლონა, რომელიც არ სცნობს არც ეროვნულ ინტერესებს, არც ეროვნულ ღირებულებებს და არც ადამიანურ ზნეობას. ან დასრულდება „მეხუთე კოლონა“ საქართველოში, ან „მეხუთე კოლონა“ დაასრულებს დამოუკიდებელ საქართველოს“, -აცხადებს კახა კუკავა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა