პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე, სადაც „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები არიან შეკრებილი, ინციდენტი მოხდა

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე, სადაც „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები არიან შეკრებილი, ინციდენტი მოხდა.

აქციის მონაწილეები ერთ-ერთი მოქალაქის, ეკა ჯანაშიას მისვლას უარყოფითი რეაქციით შეხვდნენ. მათ ეკა ჯანაშიას პროვოკატორი და მოგზავნული უწოდეს მას შემდეგ, რაც აღნიშნულმა პირმა განაცხადა, რომ რუსული ოკუპაცია ყველამ უნდა გააპროტესტოს და ანტისაოკუპაციო მოძრაობაში ყველა უნდა გაერთიანდეს.

„მითხრეს, პროვოკაციას აწყობო, ჩვენ ქრისტიანები ვართო, თითქოს მე არ ვარ ქრისტიანი... 18 დღეა დავდივარ აქ, მიმდინარე აქციაზე და ვაპროტესტებ ოკუპაციას. ასევე დავდივარ ატოცში და სხვა საოკუპაციო სოფლებში... ანტისაოკუპაციო მოძრაობა არის ის, რომელშიც ყველა უნდა გავერთიანდეთ, რათა რუსიანობა დასრულდეს ამ ქვეყანაში“, - განაცხადა ეკა ჯანაშიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა