მამუკა ბახტაძე - ის, რაც გუშინ ვიხილეთ, იყო ამაზრზენი და ამორალური საქციელი და გამიზნული პროვოკაცია, რომლის მიზანია საქართველოში დესტაბილიზაცია

ეს არ იყო ცალკეულად აღებული, რომელიმე ჟურნალისტის მიერ ნათქვამი სრულიად მიუღებელი ფრაზები. ეს არის წლების განმავლობაში არსებული აგრესია ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც მოდის „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ბელადის მხრიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მამუკა ბახტაძის თქმით, სახელმწიფო უწყებებისა და პოლიტიკოსების მხრიდნ გაკეთდა ის განცხადებები, რაც უნდა გაკეთებულიყო. მისივე განმარტებით, ერთმნიშვნელოვანია, რომ რომ ქართველმა ხალხმა დაინახა, თუ რა ამოძრავებს დესტრუქციულ ძალას. პრემიერის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებში შედის დააზიანოს ქართული სახელმწიფოებრიობა და პრობლემები შეუქმნას ქართველ ხალხს.

„შეფასება არის ერთმნიშვნელოვანი და ძალიან მარტივი. ეს არ არის ერთჯერადი შემთხვევა და ეს არ იყო ცალკეულად აღებული რომელიმე ჟურნალისტის მიერ ნათქვამი სრულიად მიუღებელი ფრაზები. ეს არის წლების განმავლობაში არსებული აგრესია ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც მოდის „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ბელადის მხრიდან. რაც ჩვენ ვიხილეთ იყო სრულად ამაზრზენი და ამორალური საქციელი და ამავე დროს გამიზნული და უბინძურესი პროვოკაცია, რომლის მიზანიც გახლავთ, რომ მოახდინონ საქართველოს დესტაბილიზაცია და ჩვენი ეროვნული ინტერესების დაზიანება. მინდა გითხრათ, რომ ეს არავის არ გამოუვა, მსგავსი სცენარები საქართველოში არ მოხდება და ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, განაცხადა ბახტაძემ.

ბორის სოკოლოვი - ბელარუსში პროცესები შესაძლოა დასრულდეს ან საპროტესტო აქციების ჩახშობით ან ლუკაშენკოს ხელისუფლების დამხობით
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2020
ალექსანდრე თვალჭრელიძე - „ქართული ოცნების“ ეკონომიკური პროგრამა გაცილებით უფრო მოკრძალებული, მაგრამ, ამავდროულად, გაცილებით უფრო რეალისტურია
სერვისი, რომელიც ბუნებრივი რესურსების მოპოვების ბიზნესს ამარტივებს
სამშენებლო კომპანია "ანაგი" განცხადებას ავრცელებს (R)