გიგი წერეთელი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩია

ლუქსემბურგში, ევროპაში უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეის 28-ე ყოველწლიური სესია დასრულდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საპარლამენტო ფორუმის შემაჯამებელ სხდომაზე, ასამბლეის დელეგატებმა, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი, გიგი წერეთელი საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩია.

მათივე ცნობით, არჩევნებზე, გიგი წერეთელმა 120 დელეგატის მხარდაჭერა მოიპოვა და საპარლამენტო ასამბლეას კვლავ ერთი წლით უხელმძღვანელებს. ასამბლეის საპრეზიდენტო არჩევნებში გიგი წერეთელის კონკურენტი გერმანიის ბუნდესტაგის წევრი, დორის ბარნეტი გახლდათ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა