ფინანსთა მინისტრი გიორგი გაბუნიას განცხადებაზე - ეს მართლა პათოლოგია იყო, რა კომენტარი უნდა გააკეთო ამ სიმახინჯეზე, არ ვიცი

ერთი რამ ვიცი, ეს მართლა პათოლოგია იყო. რა კომენტარი უნდა გააკეთო ამ სიმახინჯეზე, არ ვიცი, - ასე გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი „რუსთავი 2“- ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტისთვის უხამსი სიტყვებით მიმართვას.

ამასთან, როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ყველას აქვს უფლება, რომ აღნიშნული ფაქტის დაგმობა მოიწონოს, მათ შორის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც.

„ყველას აქვს უფლება, დაწყებული პრეზიდენტით, დამთავრებული ჩვეულებრივი ადამიანით, რომ აღშფოთდეს და რამე ნეგატიურია ამაში?

ზოგადად, მგონია, ყველა ნორმალურმა ადამიანმა ამ სიმახინჯისა და პათოლოგიის კრიტიკა და დაგმობა უნდა მოიწონოს, მათ შორის სულ ყველამ, რუსეთის, ნორვეგიისაც და ბრაზილიის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. ნორმალურმა ადამიანმა უნდა თქვას, რომ ეს არის სიმახინჯე და ეს არის დაუშვებელი“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

7 ივლისს, „რუსთავი 2“-ის საავტორო გადაცემაში „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მისამართით უცენზურო განცხადებები გააკეთა. ვლადიმერ პუტინს გიორგი გაბუნიამ პირდაპირ ეთერში აგინა. გადაცემის დასრულების შემდგომ, სპეციალური გამოშვებით გავიდა ეთერში „კვირის აქცენტები“, სადაც წამყვანებმა ნიკა გვარამიამ და ეკა კვესიტაძემ გიორგი გაბუნიას განცხადების გამო ბოდიში მოიხადეს. მოგვიანებით, „რუსთავი 2“-ის შენობასთან აქცია გაიმართა. პროტესტის მონაწილეები მოითხოვდნენ დაწყებულიყო გამოძიება გიორგი გაბუნიას განცხადებაზე, ასევე, ნიკა გვარამიას და გიორგი გაბუნიას დაეტოვებინა არხი. მოგვიანებით, ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ არხი მაუწყებლობას წყვეტს, რადგან იმ ჟურნალისტების უსაფრთხოება, რომლებიც აღნიშნულ აქციაზე მუშაობდნენ, არ იყო დაცული. „რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა დილიდან განაახლა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო