ნათია თურნავა - ვიმსჯელეთ იმ ნაბიჯებზე, რის გადადგმასაც აპირებს ხელისუფლება, რათა შეუმსუბუქოს ტურიზმის ბიზნესს ის შესაძლო ზიანი, რაც რუსეთის გადაწყვეტილების გამო დაუდგება

ჩვენ დღეს ვიმსჯელეთ იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რის გადადგმასაც აპირებს ხელისუფლება იმისთვის, რომ შეუმსუბუქოს ტურიზმის ბიზნესს ის შესაძლო ზიანი, რაც დაუდგება რუსეთის გადაწყვეტილების გამო, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, შეისწავლეს რა გასაჭირი აქვთ საოჯახო სასტუმროებს.

„ეს არის ყველაზე მოწყვლადი სეგმენტი. ამიტომ, გადავწყვიტეთ მივიღოთ მონაწილეობა საბანკო სესხების პროცენტის თანადაფინასებაში, რადგან მთავარი რაც ამ შეხვედრების დროს მესმოდა არის ის, რომ საბანკო სესხები არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფინანსური ტვირთი. მეორე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საკრედიტო-საგარანტიო სქემა მთლიანად გადაერთვება ტურიზმის ინდუსტრიაზე და სასტუმრო ბიზნესზე, რათა ახალი პროექტები არ გაჩერდეს. გარდა ამისა, აგრესიული მარკეტინგული სტრატეგია გვექნება იმისთვის, რომ ქვეყნის უსაფრთხო იმიჯი კვლავ განმტკიცდეს. ყველაფერს გავაკეთებთ რომ ტრადიციული ბაზრები იყოს შენარჩუნებული. ეს პროექტი უახლოეს დღეებში დაიწყება. კრიტერიუმები უახლოეს დღეებში გამოცხადდება",- განაცხადა თურნავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა