თამარ ხულორდავა გერმანიის ბუნდესტაგის ევროპულ საქმეთა კომიტეტის წევრს, მათერნ ფორ მარშალს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა გერმანიის ბუნდესტაგის ევროპულ საქმეთა კომიტეტის წევრს, მათერნ ფორ მარშალს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს საქართველოში რეფორმების განხორციელების პროცესში გერმანიის მიერ შეტანილი წვლილი.

კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა გერმანიის მიერ გაწეული დახმარების მნიშვნელობას, რომელიც საქართველოში სამართლებრივი სისტემების ჩამოყალიბებას და ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებას ემსახურება.

მან განსაკუთრებით აღნიშნა კონრად ადენაუერის ფონდის და გერმანიის საერთაშორისიო თანამშრომლობის საზოგადოების პროგრამების ფარგლებში გაწეული სამუშაო, რომელიც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს მნიშვნელოვანი საკითხების განხორციელებაში დაეხმარა.

მხარეებმა ისაუბრეს ევროკავშირში მიმდინარე მოვლენებზე, ევროპარლამენტის არჩევნებზე, ასევე რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობებზე და რუსეთის დელეგაციის ევროპის საბჭოს ასამბლეაში დაბრუნების საკითხზე.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში მიღწეული შედეგების და პერსპექტივების განხილვას. კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის აქტუალობის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანი იქნება, თუ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში გერმანია ითავებს აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტის ჩატარებას, რაც ახალ სიცოცხლეს შესძენს თანამშრომლობის ამ ფორმატს.

შეხვედრაზე განიხილეს ასევე ევროკავშირთან საქართველოს ორმხრივი ურთიერთობა და ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების შესრულების პროცესში მიღწეული შედეგები.

კომიტეტის თავმჯდომარემ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, განსაკუთრებით კი გერმანიიდან პირდაპირი ინვესტიციების განხორციელების აუცილებლობას გაუსვა ხაზი, რაც გერმანულ საზოგადოებაში საქართველოსადმი პოლიტიკურ დაინტერესებასაც გაზრდის.

ბუნდესტაგის ევროპულ საქმეთა კომიტეტის წევრი, მათერნ ფორ მარშალი გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-სპიკერთან და წევრებთან ერთად მონაწილებას მიიღებს ბათუმშის ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში - საქართველო ევროპული გზა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა