ვლადიმირ ზელენსკიმ პუტინს შეხვედრა შესთავაზა

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს მწვავე საკითხების განსახილველად შეხვედრა შესთავაზა.

„ინსტაგრამზე“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ზელენსკი პუტინს შეხვედრას კვლავ მინსკში სთავაზობს, ოღონდ ახალ ფორმატში - აშშ პრეზიდენტის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, გერმანიის კანცლერისა და საფრანგეთის პრეზიდენტის მონაწილეობით.

ამ შეთავაზებას უკვე მოჰყვა პასუხი კრემლიდან. პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ჯერ მზად არ არის კონკრეტული პასუხის გასაცემად და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია აუცილებლად შეისწავლის ამ წინადადებას. პესკოვმა აღნიშნა, რომ ეს არის ახალი ფორმატი, რადგან აშშ-ის პრეზიდენტი არ მონაწილეობდა „ნორმანდიის ფორმატში“, რის ჩარჩოებშიც მოეწერა ხელი მინსკის ხელშეკრულებას. პესკოვის თქმით, ჯერ უნდა გაანალიზდეს, რამდენად აქვს პერსპექტივა ამ ახალ ფორმატს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა