გიგი უგულავა - ვასაძემ ჯვარი გადააკეთა კომბლად და ასე ვითომ ქრისტიანი დასდევს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს

ჩვენ ხელზე გვაქვს მშვიდობის მანიშნებელი ხელსახვევი, ბატონ ვასაძეს კი ხელზე აქვს ქამრები, ჯვარი გადააკეთა კომბლად და ასე ვითომ ქრისტიანი დასდევს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს, - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა.

მისივე განცხადებით, „ევროპული საქართველო“ უერთდება ანტისაოკუპაციო აქციას და მეორე მხარეს დგანან პრორუსული იდეოლოგიის მქონე ადამიანები.

"ჩვენ ყველანი კარგად ვხედავთ, რომ საქართველოში მოხვდა აბსოლუტური ლუსტრაცია, საქართველოს ხელისუფლება ივანიშვილის თამადობით სხვა და სხვა ძალადობრივი ჯგუფები რომლებიც აქამდე აფიქსირებდნენ ღიად პრორუსულ იდეებს ღიად ჩადგნენ უნისონში რუსეთის მთავრობასთან, კრემლის პრესსპიკერთან ერთად ქართველი ხალხის წინააღმდეგ პუტინის დაცვაში. წინ არის ჩვენი სამშობლო მისი თავისუფლება, ევროპისკენ გზა და იქით მხარეს დგანან ადამიანები, რომლებიც ასე ღიად, ურცხვად გველაპარაკებიან რუსული ტექსტებით და მოგვიხმობენ დედა რუსეთისკენ. აქ არიან შეკრებილი ადამიანები რომლებიც არიან განწყობილი მშვიდობისკენ ჩვენ გვაქვს ხელზე მშვიდობის მანიშნებელი ხელსახვევი, ბატონ ვასაძეს კი ხელზე აქვს ქამრები, ჯვარი გადააკეთა კომბლად და ასე ვითომ ქრისტიანი დასდევს განსხავებული აზრის მქონე ადამიანებს." - განაცხადა უგულავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა