ანონსი  9 ივლისი

9 ივლისს, 09:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტ კლაუდია როთთან შეხვედრას გამართავს.

ბაგრატოვანთა დარბაზი (A კორპუსი, მე-3 სართული)

9 ივლისს, 10:20 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტ კლაუდია როთთან შეხვედრას გამართავს.

ბაგრატოვანთა დარბაზი (A კორპუსი, მე-3 სართული)

9 ივლისს, 10:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის წევრი კობა ნარჩემაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკოფერენციას გამართავს.

მის:: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

9 ივლისს, 11:10 საათზე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი კლაუდია როთი საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებთან, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სერგი კაპანაძესთან და ფრაქციის მდივან გიორგი კანდელაკთან შეხვედრას გამართავს.

ბაგრატოვანთა დარბაზი (A კორპუსი, მე-3 სართული)

9 ივლისს, 11:00 საათზე, საპენსიო სააგენტოს დირექტორი ინვესტორთა საბჭოს წევრებს შეხვდება. შეხვდრას ასევე დაესწრებიან საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საფონდო ბირჟის წარმომადგენლები.

მის: ლეონიძის ქ. #2

9 ივლისს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში კერძო დაცვის კომპანია „დეტის“ ყოფილი თანამშრომელი გიორგი ერისთავი განცხადებას გააკეთებს.

თემა: კომპანიის ყოფილი თანამშრომელი აცხადებს, რომ დამსაქმებელის მხრიდან დისკრიმინაციის და ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლია. ერისთავის განცხადებით, ყოფილი დამსაქმებელი მას და მის ოჯახს ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრება.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1.

საკონტაქტო : 593 53 45 24

9 ილისს, 11:00 საათზე, „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ გენერალური მდივანი გიგლა ბარამიძე “მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

9 ივლისს, 11:00 საათზე, თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური კომპანია „გალტ ენდ თაგარტთან“ პარტნიორობით, ტურიზმის და მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებისთვის სემინარს „მცირე და საშუალო ზომის განთავსების ობიექტების გამოწვევები და შესაძლებლობები“ ჩაატარებს.

მის: სასტუმრო „ბილტმორი“, შოთა რუსთაველის გამზ.N29

9 ივლისს, 11:30 საათზე, „მემარცხენე ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი სოსო შატბერაშვილი “მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

9 ივლისს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: გიორგი გაბუნიას განცხადება და ხელისუფლების რეაგირება. 20 ივნისის საქმე და გამოძიება ამბოხების მუხლით. საპროტესტო აქციები პარლამენტთან. პროპორციული საარჩევნო სისტემა.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1.

საკონტაქტო .: 593 53 45 24

9 ივლისს, 12:00 საათზე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის ვიცე -პრეზიდენტ კლაუდია როთთან შეხვედრას გამართავს.

ბაგრატოვანთა დარბაზი (A კორპუსი, მე-3 სართული)

9 ივლისს, 12:00 საათზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართება.

მის.: ბოჭორმის ქ. #12

საკონტაქტო : ქეთი ლაცაბიძე - 555 22 30 04

9 ივლისს, 12.00 საათზე, მალხაზ მაჩალიკაშვილი გენერალურ პროკურატურასთან განცხადებას გააკეთებს.

მის: გორგასლის 24, ტელ: 591051601 თეონა ჭალიძე

9 ივლისს, 13:00 საათზე, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N238 (C კორპუსი, II სართული)

9 ივლისს, 13:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი ხატია მოისწრაფიშვილი ბრიფინგს გამართავს.

9 ივლისს, 17:30 საათზე, „ევროპული საქართველოს“ პარტიის ოფისში ირმა ნადირაშვილი ბრიფინგს გამართავს.

თემა: აქციის აპარატურასთან დაკავშირებით.

საკონტაქტო ინფორმაცია: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08

მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

9 ივლისს, 18:00 საათზე, საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის და საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის გიორგი ბირბიჩაძის ინიციატივით, დედაქალაქის დამსახურებულ მედიკოსებს დააჯილდოებენ.

მის: თავისუფლების #2 (თბილისის საკრებულო)

9 ივლისს, 19:00 საათზე, სასტუმრო “რუმსში”, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბენეფიციარების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

მის: კოსტავას 14

საკონტაქტო: 558132241

9 ივლისს, 19:00 საათზე, საქართველოს უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრის UG StartUp Factory-ის ორგანიზებით სტარტაპ აქსელერატორის სტარტაპების გამოსაშვები ღონისძიება - Demo Day გაიმართება, სადაც სტარტაპები, რომელთა დიდი ნაწილი ეკუთვნის საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს, წარდგებიან ინვესტორების წინაშე.

მის: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, კოსტავას 77ა, საკონფერენციო დარბაზი #519

საკონტაქტო: მარიამ ლაბუჩიძე-577 551919

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა