თამარ ჩუგოშვილი - ნებისმიერი დესტაბილიზაცია მხოლოდ მტრის ინტერესშია და ამ სიამოვნებას მტერს ნუ მივანიჭებთ

ყველამ ცოტა უფრო მეტი უნდა ვიფიქროთ ჩვენს ქვეყანაზე. ნებისმიერი დესტაბილიზაცია მხოლოდ მტრის ინტერესშია და ამ სიამოვნებას მტერს ნუ მივანიჭებთ,-ასე ეხმაურება პარლამენტის თავჯდომარის მოადგილე თამარ ჩუგოშვილი მიმდინარე მოვლენებს.

როგორც ჩუგოშვილი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერს, შსს ყველაფერს გააკეთებს, რომ აღკვეთოს ძალისმიერი ქმედებები მომიტინგეთა მხრიდან,

„დილიდან ვაკვირდებით მოვლენებს პარლამენტის შენობის წინ. ვაკვირდებით ორ სხვადასხვა აქციას და მათი ორგანიზატორების განცხადებებს.

ყველანი ვხვდებით, რომ ეს აქციები შეიძლება გადაიზარდოს ფიზიკურ დაპირისპირებაში. ამ სიტუაციაში აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს ევალებათ ყველა ზომას მიმართონ, რათა თავიდან ავიცილოთ ფიზიკური დაპირისპირება.

ჩვენ ვნახეთ, რომ პოლიცია მაქსიმალურად ცდილობს, არ მოხდეს ესკალაცია, პატრულის უფროსმა თხოვნით მიმართა, რომ არ მომხდარიყო აქციის მონაწილეების დაძვრა პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიიდან. თუმცა ასევე პირდაპირ ეთერში ვხედავთ, რომ პუშკინის სკვერში მიმდინარე აქციის მონაწილეებს წინ მოუძღვოდნენ პოლიტიკოსები. მინდა მივმართო მათ, რომ გააცნობიერონ რამხელა პასუხისმგებლობაა აქციის გამართვა და ხალხის ორგანიზება, როცა დაპირისპირების რისკი ასეთი მაღალია. პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს ყველამ!

შსს ყველაფერს გააკეთებს, რომ აღკვეთოს ძალისმიერი ქმედებები მომიტინგეთა მხრიდან, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობა. ეს უპირველეს ყოვლისა ორგანიზატორების და აქციის მონაწილეების პასუხისმგებლობაა“,-წერს თამარ ჩუგოშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა