სოფო კილაძე და გოგი მეშველიანი, გერმანიის ელჩთან ერთად ბოლნისის რაიონს ეწვივნენ

პარლამენტის წევრები სოფო კილაძე და გოგი მეშველიანი, გერმანიის ელჩთან ჰუბერტ ქნირშთან ერთად ბოლნისის რაიონს ეწვივნენ. სტუმრებმა ბოლნისში, ევანგელისტურ-ლუთერულუ ეკლესია დაათვალიერეს და ადგილობრივებს შეხვდნენ. ამის შესხებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმციით, სამრევლო სახლში შეხვედრაზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელჩთან ერთად, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საკითხების შესახებ იმსჯელეს და მრევლის უხუცესი წევრები გაიცნეს, რომლებმაც შვაბური დიალექტი შემოინახეს.

მოგვიანებით დეპუტატებმა და გერმანიის ელჩმა, ის ისტორიული შენობა-ნაგებობა მოინახულეს, რომელსაც რეაბილიტაცია ქართულ-გერმანული ფინანსური მხარდაჭერით უტარდება. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, შენობაში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მულტიკულტურული ცენტრი გაიხსნება.

სტუმრებმა დღესვე, ეროვნული მუზეუმის დირექტორთან, დავით ლორთქიფანიძესთან ერთად, ბოლნისის ახალგახსნილი მუზეუმი დაათვალიერეს, სადაც არა ერთ საინტერესო და უნიკალურ ექსპონატი განთავსდება.

ბოლნისში, სტუმრებს მეგზურობა, მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა გაუწია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა