„რუსთავი 2“ - ის შენობასთან შეკრებილებმა  რუსთაველის გამზირზე  გადანაცვლების გადაწყვეტილება მიიღეს

„რუსთავი 2“ - ის შენობასთან შეკრებილებმა რუსთაველის გამზირზე გადანაცვლების გადაწყვეტილება მიიღეს. როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, დღეს „რუსთავი 2“-თან სიტყვით გამოსვლების ნაწილი დასრულებულია.

"დღეს, მშვიდობიანი დემონსტრანტები ვაპირებთ, გადავინაცვლოთ რუსთაველის გამზირზე და შევუერთდეთ მათ, სადაც დგას მთელი საქართველო", - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. კითხვაზე, კონკრეტულად რომელ აქციას უერთდებიან, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციას თუ თუ ანტისაოკუპაციო აქცია, აქტივისტმა განაცხადა: "არც ერთ აქციას, ვიქნებით იქ, სადაც დგას საქართველო".

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!