საპენსიო სააგენტოს დირექტორმა საინვესტიციო საბჭოს სრული შემადგენლობა წარადგინა

საპენსიო სააგენტოს დირექტორმა საინვესტიციო საბჭოს სრული შემადგენლობა წარადგინა. უკვე ცნობილია, რომ საბჭოს საფრანგეთის ნაციონალური საპენსიო სარეზერვო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი უხელმძღვანელებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საპენსიო სააგენტოდან აცნობეს, მოადგილის თანამდებობას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი უფროსი მრჩეველი ჟან ფრედერიკ პოლსენი დაიკავებს.

,,საუბარი იყო კაპიტალის ბაზრის სიტუაციაზე საქართველოში. ასევე განვიხილეთ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის მონახაზი და ვისაუბრეთ იმ გეგმებზე, რა გეგმებითაც იმუშავებს მომავალი ორი დღის განმავლობაში და მომავალში დისტანციურად - საინვესტიციო საბჭო“, - აცხადებს ლევან სურგულაძე.

საპენსიო სააგენტოს დირექტორი ამბობს, რომ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტში დეტალურად იქნება გაწერილი ვადები თუ როდის დაიწყება აკუმულირებული თანხების ინვესტირება. ,,კანონის თანახმად საპენსიო დანაზოგები შექმნის მხოლოდ დაბალ რისკიან საინვესტიციო პორტფელს და ასეთი საინვესტიციო დოკუმენტები საქართველოში დღეს არის“,- აღნიშნა ლევან სურგულაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა