„თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები პოლიციის კორდონთან მივიდნენ და  ხმამაღალი მუსიკა გააპროტესტეს, რომელიც ანტისაოკუპაციო აქციაზე ისმის

„თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეთა ნაწილი, რომელიც პარლამენტის შენობის წინ კვლავ რჩება, პოლიცილების იმ კორდონთან მივიდა, რომელიც ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს მათგან ყოფს.

პარლამენტის წინ შეკრებილები კორდონთამ მას შემდეგ მივიდნენ, რაც ანტისაოკუპაციო აქციაზე ხმამაღალი მუსიკა ისევ გაჟღერდა. როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა, ღამის 12 საათის შემდეგ, ხმამაღალი მუსიკის მოსმენა კანონდარღვევაა და პოლიციელების კორდონთან სწორედ ამის შესახსენებლად მივიდნენ.

"აქ გამოვედით იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ შევახსენოთ ბატონ პოლიციელებს, რომლებმაც ჩვენი შეგონების შემდგომ გამორთეს შესაბამისი სიხშირის მქონე მუსიკა, რომელიც კანონდარღვევა ღამის 12 საათის შემდეგ და წეღან ჩართული იყო ისევ და კიდევ თუ ჩართავენ, ისევ დავაყენებთ ამ საკითხს. ჩვენ აქ იმიტომ არ მოვსულვართ, რომ იმათ ნაბოდვარზე პასუხები გავცეთ", - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა