დავით ბერძენიშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთს „მათხოვრული მადლობა“ გადაუხადა

დღეს რუსეთი გვეუბნება, დაგსჯით თუ არა, ჩემი გადასაწყვეტია და ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი, პრეზიდენტი და პრემიერი ამას მიესალმება, - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა ანტისაოკუპაციო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

დავით ბერძენიშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთს "მათხოვრული მადლობა" გადაუხადა და აპლოდისმენტებით შეხვდა იმას, რომ პუტინმა სანქციების დაწესება გადაიფიქრა.

"ვის ეშინია მაგათი სანქციების? არ ვაპატიებთ არც ერთ ხელისუფლებას, ვინც სუვერენინტეტს გააასხვისებს. ბევრთან გვიომია და წაგვიგია, მაგრამ იდენტობა შეგვირჩუნებია, მაგრამ საქართველო ფეხზე არ წამომდგარა ლაჩრობით, ჩვენ სულ ვისჯებოდით დასავლური არჩევანის გამო",-განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

ის გუშინ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებსაც გამოეხმაურა და აქციის მონაწილეებს მიმართა, რომ გუშინ ბევრმა ადამიანმა უზადოდ და უნაკლოდ შესრულა მოვალეობა. ბერძენიშვილის განცხადებით, დღეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დემოკრატიის, თავისუფლების და მრავალფეროვნების მთავარი ადგილი საქართველოში.

ამასთან, ბერძენიშვილის განცხადებით, რუსული აგრესიისგან საქართველოს დაიცავს ამერიკული სამხედრო ბაზები. დავით ბერძენიშვილმა გამოსვლაში ასევე აღნიშნა, რომ პრაიდი იყო მიღწევა, რადგან თანასწორობა მნიშვნელოვანია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა