გიგა ბოკერია 20 ივნისს პარლამენტის დაცვის გაძლიერების მიზეზად პარტიების მხრიდან „გაათმაგებული რაოდენობის საშვების“ გამოწერის დასახელებას ანეკდოტს უწოდებს

პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია 20 ივნისს პარლამენტის დაცვის გაძლიერების მიზეზად პოლიტიკური პარტიების მხრიდან საშვების დაშვების გაათმაგებული შემთხვევების დასახელებას ანეკდოტს უწოდებს. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ გიგა ბოკერიამ განაცხადა, აღნიშნულს ის აბსურდულ ამბად მიიჩნევს.

„უნდა გადავხედო რამდენი საშვი მაქვს დაშვებული და ვის დავაბრალო ეს ყველაფერი. ამაზე სერიოზული პასუხი ძალიან მიჭირს. ტრაგიკული ღამე რომ არ ყოფილიყო, სადაც ადამიანებმა თვალი დაკარგეს, კონტექსტი რომ არ ჰქონდეს ტრაგიკული, ანეკდოტი იქნებოდა. ეს ყველაფერი რომ ჩაივლის, არჩევნებში რომ დამარცხდება ივანიშვილის ძალა და ისტორიას ჩავაბარებთ, ჩვენი ბებიები ამბობდნენ-წყალს გავატანთ ამ ცუდ ამბავსო, მერე გავიხსენოთ ეს, როგორც ამ ხელისუფლების ანეკდოტები. დღეს, როდესაც ისინი ხელისუფლების სათავეში არიან, გვახსენებს თუ რამხელა საფრთხის წინაშე არის საქართველო, როცა ასეთი უტიფარი და უგუნური ხალხი, ივანიშვილის გუნდი მისი მეთაურობით მართავს ქვეყანას.

ამ აბსურდულ ამბავს სერიოზულად აღვიქვამ“, - აცხადებს გიგა ბოკერია.

ცნობისთვის, ექსპერტ ამირან სალუქვაძის ინფორმაციით, შს მინისტრის გიორგი გახარიასა და ექსპერტების შეხვედრაზე, გახარიამ განაცხადა, რომ პარლამენტის დაცვა ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ გაათმაგებული რაოდენობის საშვების გამოწერის გამო გააძლიერეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა