პრეზიდენტი - საქართველოს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ უფრო მეტად იყოს ჩართული ევროპოლიტიკაში

არავითარი დაბრკოლება არ არსებობს იმისა, რომ ჩვენ არ ვიყოთ ევროპული საგანმანათლებლო სისტემის სრული წევრები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის გახსნაზე განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, საქართველო იბრძვის იმისთვის, რომ პროფესიულ განათლებაში ევროპული ხარისხი დამყარდეს.

„საქართველოს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ უფრო მეტად იყოს ჩართული ევროპოლიტიკაში, რათა დავანახოთ ჩვენს მოსახლეობას ხელშესახები შედეგები ამ ურთიერთობისა. ჩვენ უნდა გვქონდეს შესაძლებლობა, რომ სრული მონაწილეობა მივიღოთ იმ პრობლემების გადაჭრაში, რომელიც კულტურასა და განათლების განვითარებას ეხება. არავითარი დაბრკოლება არ არსებობს იმისა, რომ ჩვენ არ ვიყოთ ევროპული საგანმანათლებლო სისტემის სრული წევრები, ისევე, როგორც კულტურული სივრცისა. „ერასმუსის“ პროგრამა გვეხმარება ამგვარი კავშირების გაძლიერაში. ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ევროპული ხარისხი დავამყაროთ ჩვენს პროფესიულ განათლებაში“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

როგორც მან აღნიშნა, ევროპაში საქართველოს მეტი ჩართულობისთვის ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაც საჭიროა.

„ჩვენ უნდა გავაძლიეროთ და გავაღრმავოთ ეკონომიკური ურთიერთობები, სწორედ იმ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ რაც შეიძლება მეტად ვიყოთ დაკავშირებული და ჩართული ევროპაში. ყველა ქვეყანამ გაიარა სირთულეებით აღსავსე გზა, სანამ ისინი გახდებოდნენ ევროკავშირის წევრები. ჩვენ ვცდილობთ, რომ განვავითაროთ ეკონომიკა, დავუქვემდებაროთ იგი ერთეული ბაზრის კანონებს და დავძლიოთ საერთო ბარიერები. ჩვენ სამომავლოდ ვიხედებით“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს