ავღანეთში ტერაქტისას დაშავებული უფროსი ლეიტენანტი ივერი ბუაძე მკურნალობის შემდეგ აშშ-დან სამშობლოში დაბრუნდა

ხანგრძლივი მკურნალობისა და რეაბილიტაციის შემდეგ, უფროსი ლეიტენანტი ივერი ბუაძე აშშ-დან საქართველოში მკურნალ ექიმთან ერთად გამთენიისას დაბრუნდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას ოჯახის წევრები, II ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი კობა გრიგოლია, აშშ-ის თავდაცვის ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი ჯეფრი ჰარტმანი, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელები და თანამებრძოლები დახვდნენ.

„ივერი ბუაძემ სხეულის მძიმე დაზიანება 2017 წლის 6 სექტემბერს ჩრდილოეთ ავღანეთში, ფარვანის პროვინციაში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულებისას, ბაგრამის ავიაბაზის ახლოს თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული აფეთქების შედეგად მიიღო.

თავდაპირველად, ივერი ბუაძე ავღანეთიდან სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს, შემდეგ კი რეაბილიტაციის კურსს აშშ-ში, ვაშინგტონში ვოლტერ რიდის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადიოდა.

ამჟამად, ქართველი ოფიცერი სამკურნალო შვებულებაში იმყოფება, თუმცა, უახლოეს მომავალში სამსახურს სენაკში, II ქვეით ბრიგადაში შტაბის S-2 ასისტენტის თანამდებობაზე გააგრძელებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა