ჩინეთის პროვინცია ჰუნანში კოკისპირულ წვიმას 11 ადამიანი ემსხვერპლა, 6 კი დაკარგულად მიიჩნევა. ამ მონაცემებს წყალდიდობებთან და გვალვასთან ბრძოლის სახელმწიფო შტაბი აქვეყნებს.
სტიქიის ზონაში აღმოჩნდა 10 ქალაქი, 76 მაზრა და ოლქი, რომლებშიც მთლიანობაში 2,8 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.
ხელისუფლებამ განახორციელა 257 ათასი ადამიანის ევაკუაცია. დაინგრა 2 ათასი სახლი და დაზიანდა 2208 შენობა.