ევროკომისიის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებთან თანამშრომლობის დირექტორი - ბათუმში მიმდინარე საინვესტიციო ფორუმს ახალი შესაძლებლობების შექმნა შეუძლია

ბათუმში მიმდინარე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საინვესტიციო ფორუმს ახალი შესაძლებლობების შექმნა შეუძლია, - ამის შესახებ ევროკომისიის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის დირექტორმა, ლოურენს მერედიტმა განაცხადა, რომელიც პანელის „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ინვესტირების გამოწვევები და შესაძლებლობები - 10 წლის შემდეგ პრაღის დეკლარაციიდან“ ერთ-ერთი სპიკერია.

„ჩვენ, ევროკავშირი მოხარული ვართ ამ ინიციატივის წარმატებით. რა თქმა უნდა, სიმბოლურია ის ფაქტი, რომ ეს ღონისძიება ბათუმში ხორციელდება - ბათუმი წელს აღიარებულია, როგორც ახალი, ყველაზე მიმზიდველი ტურისტული ადგილი ევროპაში“, - განაცხადა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის დირექტორმა.

ლოურენს მერედიტმა თავის გამოსვლაში ისაუბრა აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნებისთვის ამ საერთაშორისო პლატფორმის როლსა და მნიშვნელობაზე.

ამასთან, მისი განცხადებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატს კიდევ მეტი პოტენციალი აქვს.

„ჩვენ მოწადინებულნი ვართ, კიდევ უფრო მეტს მივაღწიოთ. პრეზიდენტმა იუნკერმა დაიწყო კონსულტაციები, რომელიც ეხება აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალს“, - აღნიშნა მან.

ევროკომისიის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის დირექტორმა რამდენიმე პრიორიტეტული სფერო დაასახელა, რომელთა მიმართულებითაც აქტიური მუშაობის წარმართვა იგეგმება: ეკონომიკა; კავშირები; ენერგოეფექტურობა; დიგიტალიზაცია და საჯარო მმართველობის რეფორმა.

„ვმუშაობთ რეგიონში იმისათვის, რომ ევროკავშირის მხრიდან შევქმნათ საგრანტო დაფინანსების მექანიზმები, ისევე როგორც სასესხო დაფინანსების მექანიზმები და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტებთან, როგორიცაა, მაგალითად მსოფლიო ბანკი. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობა არის გადამწყვეტი და სულმოუთმენლად ველი ჩემი კოლეგებისგან მათ სამომავლო ხედვას“, - აღნიშნა მან.

აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა